ავტორი: ირინა მაკარიძე
28.11.2013, 16:50

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი ნაჩქარევადაა  მიღებული

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს
ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე AIAnews-ს უზიარებს.

მისი თქმით, პროექტის დებულებები ნაჩქარევადაა მიღებული. უმჯობესი იყო ჯერ არსებულ 5 ქალაქში დამკვიდრებულიყო რეალური თვითმმართველობა და შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელებულიყო ეს პროცესი.

- ამ პროექტის მიხედვით რეალურად რა იცვლება?
-პროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტასუსი უკვე არსებული 5 ქალაქის გარდა 13 ქალაქი მიიღებს, რომლის მოსახლეობაც 15 ათასს აღემატება. აღსანიშნავია, ის რომ ამ ქალაქების პირველი პირების პირდაპირი გზით არჩევა მოხდება, რაც დადებითი მომენტია.
იმერეთში, ქუთაისის გარდა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი სამტრედიას, ზესტაფონს , წყალტუბოს ექნება.
ის სოფლები, რომლებიც მიბმული არაინ ამ რაიონულ ცენტრებთან, მას ჩამოშორდება და ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბდება.
გასარკვევია, რა ქონება დარჩება ამ ქალაქების საკუთრებაში.
თვითმმათთველი სტრუქტურის ბაზისი, პირველ რიგში, მისი ფინანსური წყაროებია, თუ მაგალითად, სამტრედიას ჩამოშორდება თავისი სასოფლო თემები, ეს რა თქმა უნდა, მისი ფინანსური წყაროების შემცირებას გამოიწვევს.
ტერიტორიული ერთეულების რაოდენობის ზრდა, კი თავის მხრივ, ბუნებრივია, დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებს მოითხოვს. სოფლებიც, რომლებიც ცალკე თემის სახით გაერთიანდებიან, ისინიც თვითმმართველ ერთეულებად მოგვევლინებიან. მათი სახელწოდება გაირკვევა იმის მიხედვით, თუ სად განლაგდება მათი ადმინისტრაციული ცენტრი.

ეს ცვლილებები, ბუნებრივია, გამოიწვევს ქვეყანაში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას.
ამასთან გასარკვევი იქნება, სად განთავსდება ამ ერთეულების ოფისები, ვინ მოემსახურება მათ, საკადრო და სხვა უამრავი საკითხი.

საჯარო რეესტრში ეს გამოიწვევს ორგანულ ცვლილებებს, გაჩნდება მისამართების და სხვა ოფიციალური ჩანაწერების შეცვლის აუცილებლობა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
ამიტომ, მე მგონია, ჯობდა რეფორმა ჯერ-ჯერობით უკვე არსებულ თვითმმართველ ქალაქებს შეხებოდა და შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელებულიყო ეს პროცესი.

-რა მიგაჩნიათ პროექტის დადებით მხარედ?

-ამ პროექტის ღირსებად მიმაჩნია სამოქალაქოს საზოდაგოდოების ჩართულობის ზრდის შესაძლებლობა. თვითმმართველობების განვითარება ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა. თუ ჩვენ ევროპულ ოჯახში გვინდა ჩვენი თავი ვიხილოთ, ამას აუცილებლად სჭირდება თვითმართველობი რეალური განვითარება, მაგრამ ამისათვის აუცილებლია წინა საბაზისო პერიოდის მომზადება.

ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობაში იგულისხმება საზოგადოების გააქტიურება, ანუ ხელისუფლებაში ბიუროკრატიული აპარატის შეზღუდვა და უფრო მეტი ინიციატივის მოსახლეობისადმი მინიჭება. ინიციატივა უნდა წამოვიდეს ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით.


   ნანახია:  437



მსგავსი ამბები:


  თვითმმართველობის კოდექსი პარლამენტში განსახილველად შეცვლილი შინაარსით შედის. ძირითადი ცვლილება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობას შეეხება. მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი   ...
... სრულად ნახვა
  რა წერია თვითმმართველობის კოდექსის პროექტში? თვითმმართველობის კოდექსის პროექტის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟის პარალელურად, საინტერესოა, რეალურად რა წერია ამ ახალ პროექტში. პარლამენტარის, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ამ საკითხში არასაკმარისი   ...
... სრულად ნახვა
  გუბერნატორებს სახელი და ფუნქცია შეეცვლებათ, ქალაქის მერი კი არჩევითი თანამდებობა იქნება   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • ბაზარი ინდონეზიაში
    25.10.2014, 00.46
  • იპოვეს ჩინელებმა გამოსავალი...
    15.10.2014, 10.11
  • ქართული საგანძური 135 წლის ვაზი - ,,შავი თითა"...
    09.10.2014, 20.42