შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი გახდა. ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მომავალი მინისტრის ბიოგრაფია გამოაქვეყნა.
ალექსანდრე ჭიკაიძე 1985 წლის 6 ივნისსაა დაბადებული. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით. აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება.
მომავალი მინისტრი ამ სისტემაში 2008 წლიდან საქმიანობს.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან უჭირავს, მანამდე კი
2012 -2013 წლებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
2011-2012 წლებში კი შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ჭიკაიძე ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.