ავტორი: ლელა თოლორდავა
22.05.2018, 17:35

ხონში ქართულ-ლაზური მეგობრობის სახლი-,,კერია'' გაიხსნა

თქვენს კერიას გაუმარჯოსო, დასჭექა გიორგი ანდრიაძემ და მეგობრებიც წამოუდგნენ ფეხზე მჭერმეტყველი თამადის სადღეგრძელოს. ბაირამობა( დღესასწაული) აქვს დღეს ლაზ მწერალს უმით ოსმანაღაოღლუს ხონში რუსთაველის 97 ნომერში დიდი რუდუნებით მორთულ- მოკაზმულ სახლში ქართულ- ლაზური მეგობრობის სახლს - ,,კერია''- ს ლოცავს. მისი სიხარულის გამზიარებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და თვით ლაზეთიდან მოვიდნენ.

გულუხვი მასპინძელი საგანგებოდ ემზადებოდა ამ დღისთვის , მისი ეზო ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაამსგავსა, მთავარი ატრიბუტი ლაზური მარანია , რომელიც ოდესღაც ეზოში ჩაყრილი ჭურების (ქვევრი) თავზე მოაწყო . მართალია, ჯერ საკუთარი ღვინო არ აქვს, მაგრამ მომავალ რთველზე ღვინით გაავსებს ღიპიან ქვევრებს.

იმ ოდა სახლის კედელთან , ლაზეთის ულამაზესი სოფლის ხედი რომ არის აღბეჭდილი, ლაზეთიდან ჩამოტანილი უძველესი საოჯახო ნივთები გამოფინა და ლაზი კაცის მარჯვე ხელით მოწნული გიდელი და კალათები თავისივე ეზოს მწიფე ბალისა და მკვახე ტყემლის ტოტებით აავსო...

სტუმრების თვალის გასახარად რა არ მოიფიქრა და გააკეთა ლაზმა კაცმა და მისმა ულამაზესმა მეუღლემ, ლია ბახუტაშვილმა.

მარნის წინ ქართული და ლაზური დროშები რომ ფრიალებს , სხვათა შორის ჩემი გაუთავებულია, უმითის ლაზურ სამოსსაც მე გადავუსვი სიფრთხილით უთო...

ბედნიერი ვარ ამ საოცარი წყვილის ახლოს რომ ვტრიალებ და ხმამაღლა უნდა ვაღიარო, მდგავსად შრომისმოყვარე, მზრუნველი და შეყვარებული წყვილი არასდროს მინახავს.

ბედნიერია ყველა სტუმარი და მასპინძლის გასახარად ხელცარიელი არავინ მოდის. საჩუქრებიც შესაფერისად შეურჩევიათ, მარნის სამშვენისები და თვით ლაზური საკრავი....

ამ ყველაფრით მოხიბლულმა ერთმა საპატიო სტუმარმა, ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ ერთი ჩანაფიქრიც გაგვანდო, მომავალ ხონელობას, 6 მაისს ამ კარგ ლაზ კაცს ხონის საპატიო მოქალაქეობას მივანიჭებთო. სხვათა შორის უმითი მცხეთის საპატიო მოქალაქეცაა.

და კიდევ ერთი და უმთავრესი, ყველაფერი რასაც უმითი საქართველოში აკეთებს და სამომავლოდ გააკეთებს პატრიარქის დამსახურებაა, მე მას სიტყვა მივეცი და რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა შევასრულოო...

ლაზური ოჯახის მეგობრის , ირინა ნიჟარაძის ნაჩუქარი შთაბეჭდილებების წიგნი ხელიდან ხელში გადადის და ყველა თავისას წერს. მე მიზეზთა გამო გადავეჩვიე კალმით წერას და ასე ვწერ... იმედია ჩამეთვლება...


   ნანახია:  741



მსგავსი ამბები:


  ეს დღეც დადგა, უმით ოსმანაღაოღლუმ (ბატონიშვილმა) ქართული ჩოხა მოირგო და წინაპრების ოცნებას ფრთები შეასხა... ლაზეთში, ძირძველ საქართველოში დაბადებული მწერალი, დღეს ბედნიერია, რომ მისთვის სამშობლოსთან გამყოფი საზღვარი აღარ არსებობს... უმით   ...
... სრულად ნახვა
  ვარ გაშკურინას, სკირი ჩქიმი, ვარ გაშკურინას!"(ნუ გეშინია, შვილო ჩემო, ნუ გეშინია!) – ეს ლაზი დედა უამბობს შვილებს ძველთაძველ ლაზურ ლეგენდას. ,,ნეკნა გომინწკით აცაცა –ბაცაცა!.." – ეს ლაზი ბებო უყვება პატარა შვილიშვილებს მგლისა და თხის ძილისპირულ   ...
... სრულად ნახვა
  დარბაზში მყოფი თვალს ვერ ვწყვეტდი ჩოხაში გამოწყობილ ლაზ მწერალს და მის ქართველ თარჯიმანს, მის უმშვენიერეს მეუღლეს და ამავდროულად ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ლია ბახუტაშვილს... უმითს გვერდით ედგა მისი უახლოესი მეგობარი, ლაზურ სამოსში გამოწყობილი,    ...
... სრულად ნახვა
  ნესტანის მარჯვე ხელებით შექმნილი ბისერების ხეები და ყვავილები ხელიდან -ხელში გადადის და ფოტოობიექტივშიც ხვდება, განსაკუთრებით ბისერების გული ლიდერობს, სიყვარულის გამოხატვის საშუალებას უკეთესად იძლევა... ხეებს შორის კი ყველა თავისას ირჩევს, ვის   ...
... სრულად ნახვა
  საუკუნეების განმავლობაში,იმდენჯერ გადაგვც-გადმოგვცეს, ისტორიამ ისეთი ძალით დაგვიტრიალა თავზე სისხლიანი ბორბალი, რომ მიკვირს კიდეც, საერთოდ როგორ მოვიტანეთ დღემდე სული, ლაზური ენა, კულტურა...'' ,,დღეს კი, იშვიათად, მაგრამ მაინც, როცა მესმის როგორ   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04