ავტორი: ლელა თოლორდავა
14.04.2018, 13:33

ქუთაისი მიხვდა, რატომ გიჟდება ვერდის სამშობლო გოჩა აბულაძეზე!

გუშინ პირველად ვინანე მუსიკალური განათლება რომ არ მქონდა, ვინანე, ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე ვერდის ოპერა ,,რიგოლეტოს''წარმოდგენის დროს ჩემი უნიჭიერესი მეგობრის , ევროპაში ცნობილი ბარიტონის გოჩა აბულაძის მიერ შესრულებულ ,,რიგოლეტოს'' პარტიას სათანადოდ რომ ვერ შევაფასებდი... არც ისეთი პროფესიონალი თეატრთმცოდნე მეგულებოდა დარბაზში , ვინც საკადრისად აღნიშნავდა მის შეუდარებელ შესრულებას და რეცენზიას დაწერდა. არადა დანაშაულის ტოლფასია ამ დიდებულ წარმოდგენაზე ფართო საზოგადოებას არ უამბო... ამიტომაც ვკადნიერდები და ვწერ...

მე ერთი რიგითი მაყურებელი ვიყავი, რომელიც იჯდა პარტერში და სცენაზე სამიზნედ ,,რიგოლეტო'' ჰყავდა ამოყვანლი, არ ვმალავ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას რიგოლეტოდ გარდასახული გოჩა აბულაძის მიმართ, ეს ისედაც ცნობილია საზოგადოებისათვის, თუმცა მიკერძოებაში ვერავინ ჩამომართმევს რასაც ახლა ვიტყვი, გოჩა იყო ამ დიდებული სპექტაკლის თვალი.

არ ვიცი რა განცდა დაეუფლა დარბაზში შეკრებილ ქუთათურ მაყურებელს,მე ერთდროულად ვიჯექი ორ პარტერში , ოპერისა და დრამატული თეატრის პარტერში. ასი წელი რომ ვიცოცხლო, შენი ,,რიგოლეტოს'' სახე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, რომ არ გემღერა შეუდარებელო ბარიტონო, მაყურებელი სახეზეც ამოიკითხავდა უდიდეს ტრაგედიას. და თვალები, ეს საერთოდ ცალკე თემაა... არტისტიზმის კლასი გვაჩვენე, გარდასახვა და ასეთი?! შენი სახეა ნამდვილი ,,რიგოლეტოს'' სახე, აბა მითხრას ვინმემ, რომ ვერდიმ სპეციალურად შენთვის არ დაწერა ,,რიგოლეტო'' ... მე არ ვიცი 1851 წლის 11 მარტს ვენეციაში ,,რიგოლეტოს'' პრემიერაზე რომელმა ბარიტონმა იმღერა ეს პარტია , ან დღემდე რომელ საოპერო ვარსკვლავებს უმღერია, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ასეთი არტისტიზმი და ასეთი დასამახსოვრებელი სახე არცერთ მათგანს არ ექნებოდა (არც მოეთხოვებოდათ ალბათ) . ეს შენი საფირმო ,,რიგოლეტოა'', ეს რომ დაენახა ვერდის დარწმუნებული ვარ იტყოდა- ეს არის ჩემი ,,რიგოლეტო''!!! ახლა აღარ მიკვირს, რატომ გიჟდებიან ვერდის სამშობლოში გოჩა აბულაძეზე.

მე ვიცი რას ნიშნავდა შენთვის ქუთაისის სცენაზე სიმღერა, რა გრძელი და რთული გზა გამოიარე ამ სცენაზე დგომის პატივი რომ ებოძებინათ შენთვის. მაგრამ დამიჯერე, ღირდა, მშობლიურმა მაყურებელმა ვარსკვლავად გიხილა. მაყურებლისადმი გამოხატული სიყვარული და პატივისცემა, ის რომ სცენიდან დაუჩოქე მაყურებელს, შენს უდიდეს ღირსებაზე მეტყველებს.

სპექტაკლის შემდეგ კულისებში მყოფ უამრავ თაყვანისმცემელთა შორის შენამდე კარგა ხანს ვეღარ მოვაღწიე, შორიდან ვხედავდი როგორ გიკრავდა გულში მაყურებელი და სიყვარულში გიტყდებოდა... ემოციური იყო ჩემთვის შენი დედიკოს ჩახუტება. მეც დედა ვარ და ვიცი, რას ნიშნავს შვილის წარმატება მშობლისთვის. შენი მშობლები და შენი უსაყვარლესი ძმიშვილი ეფემია ჩემს სიახლოვეს იყვნენ დარბაზში, მათი ,,ბრავო'' ახლაც ყურებში მესმის და მათი ბედნიერი სახე არასდროს დამავიწყდება.

უსამართლო ვიქნები თუ არ აღვნიშნავ რომ ეს ,,ბრავო'' ყველას ეკუთვნის ვინც ამ დიდებული სპაქტაკლის მონაწილე იყო. დიახ ბატონებო, გუშინ ქუთაისში დიდი ზეიმი იყო და ამ ზეიმის სულისჩამდგმელნი იყვნენ : მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი (დამდგმელი დირიჟორი), მაია გაჩეჩილაძე (დამდგმელი რეჟისორი), თეო კუხიანიძე (მთავარი მხატვრი), ვახტანგ უშვერიძე (დამდგმელი ქორეოგრაფი), ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე (რიგოლეტო), თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანი აკაკი იოსელიანი (სპარაფუჩილე), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი),ბელა მაჭავარიანი (მასხარა), რომელთაც პარტნიორობას უწევდა თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

ფალიაშვილების ქალაქში დიახაც ზენიტში უნდა იყოს ოპერა და სცენაზე უნდა იდგნენ ვარსკვლავები, რომელთა მოსასმენად მთელი მსოფლიოდან თუ არა, ევროპიდან მაინც ჩამოვლენ ოპერის მოყვარულები. ეს სულაც არ არის ერთი ოპერისმოყვარულის ოცნება, ეს რეალობადაც შეიძლება ვაქციოთ, მით უფრო როცა კოპიტნარის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენებია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ტურიზმის განვითარების ახალ კონცეფციას ვთავაზობ ქალაქს.

და ბოლოს, ხვალ გოჩა აბულაძე მიემგზავრება ევროპაში, დარწმუნებული ვარ სხვანაირად ბედნიერი ტოვებს მშობლიურ ქალაქს, ბედნიერი და ამაყი, რომ შეძლო მისი საოცნებო სცენიდან მაყურებლის დატყვევება. იმედი მაქვს, რომ ქუთაისის ოპერის სცენაზე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ განუმეორებელ ბარიტონს, საოპერო ვარსკვლავს გოჩა აბულაძეს.


   ნანახია:  3445



მსგავსი ამბები:


  2014 წლის 4 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის სამმოქმედებიანი ოპერა „ტრავიატა“. ადგილობრივი და მოწვეული მსახიობების მიერ მაყურებლის წინაშე საინტერესოდ გაცოცხლდება   ...
... სრულად ნახვა
  2014 წლის 5 ივნისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი სამწლიანი შესვენების შემდეგ წარმოგიდგენთ ლეონკავალოს ორმოქმედებიან ოპერას „ჯამბაზები“. კანიო– ბადრი სახამბერიძე ნედა – ფერიდე ჯინჯიხაძე   ...
... სრულად ნახვა
  აღმოვჩნდი იღბლიანი ადამიანი, რეჯოს თეატრის სცენაზე მომიწია ცნობილი ბარიტონის შეცვლა. ჩემთვის დიდი პატივი იყო უდიდესი მაესტროს დანიელ ორენის დირიჟორობით ამ საოცარ მომღერლებთან ერთად სიმღერა. დაუვიწყარი იყო ჩემთვის უდიდესი ხელოვანების თბილი სიტყვები   ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრი 46-ე თეატრალურ სეზონს 2014 წლის 19 სექტემბერს, 18:00 საათზე გახსნის. თეატრალური სეზონის გასასხნელად თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სამმოქმედებიან ოპერა „დაისს“   ...
... სრულად ნახვა
  2014 წლის 25 ივლისს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, რიგით 45-ე სეზონი იხურება. სეზონს დახურავს ოთარ თაქთაქიშვილის სამ მოქმედებიანი ოპერა - „მინდია“. სპექტაკლში მონაწილეობენ: მინდია - გიორგი სტურუა   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04