ავტორი: aianews.ge
29.03.2018, 22:21

ნატო ქათამაძე აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება ?

ნატო ქათამაძე ის პოლიტიკოსია, რომელსაც ქუთაისის მოსახლეობა 10 წელზე მეტია იცნობს. ის ყოველთვის გამოირჩევა თავისი ხასიათის სიმტკიცითა და პრინციპულობით. ერთადერთი პოლიტიკოსი ქალი და საერთოდ ერთერთი თუ ერთადერთი არა პოლიტიკოსია ქუთაისის სინამდვილეში, ვის მიმართაც თამამად შეიძლება თქვა, ზუსტად იმ ღირებულებების ერთგული დარჩა რა ღირებულებებითაც მოვიდა პოლიტიკაში.

ყველას უკვირდა, უკვე ხელისუფლებაში (ქუთაისის საკრებულოში) მყოფი ქათამაძე, რატომ იყო თავისივე მოყვანილი ხელისუფლების ოპონენტი (ის ქართული ოცნების კოელიციის წევრი იყო რესპუბლიკური პარტიიდან). ნატო ქათამაძეს ვერ ,,უგებდა" ვერც ოპოზიცია (რაგდან მათი თქმით, უმრავლეოსბის წევრის „საქმე“ არ იყო კრიტიკული გამოსვლები) და ვერც ხელისუფლება, რადგან მათსავით მმართველი პოლიტიკური ძალის მაამებლობით არ იყო დაკავებული.

ნატო ქათმაძემ, ასევე ყველასაგან მოულოდნელად დატოვა ის პარტია, რომელიც წლების მანძილზე ქუთაისში ასოცირდებოდა მასთან და როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ისე გააგრძელა საქმიანობა საკრებულოში. მისი აქტიური სადეპუტატო პერიოდიდან გამომდინარე არავინ არ ფიქრობდა, რომ უარს იტყოდა და კენჭს აღარ იყრიდა ადგილობრივ არჩევნებზე.

მაგრამ „სიურპრიზების“ მოყვარულმა აქაც გააკვირვა ყველა, რადგან დავით უსუფაშვილი, რომლის გუნდის წევრად მოიაზრებოდა, თავისი ახალი პოლიტიკური მოძრაობით ჩართული იყო ადგილობრივ არჩევნებში და მისი გამიჯვნა არჩევნებიდან ყველასთვის მოულოდნელი იყო.

ჟურნალისტების დიდი ინტერესის მიუხედავად, თუ რა იყო ნამდვილი მიზეზი არჩევნებიდან გამიჯვნის, მან პროცესების გარედან დაკვირვების სურვილი დაასახელა. რაც შეეხება უსუფაშვილს აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვლი იყო და არის ნომერი პირველი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში.

რამდენიმე თვეა, ნატო ქათამაძეს პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, საკრებულოდან წამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „საკრებულოდან მივდივად, მაგრამ აქტიური პოლიტიკიდან არა“-ო, მას პოლიტიკური განცხადება მაინც არსად გაუკეთებია.

ყველას ეგონა, რომ უარი თქვა პოლიტიკაზე და გადაინაცვა მეცნიერების სფეროში, რომ საუნივერსიტეტო საქმიანობითა და სტუდენტებთან ლექციების წაკითხვით დაკავდა. თუმცა ყველასაგან მოულოდნელად მან ვანისა და ხონის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ვასილ კოპალიანს გამოუცხადა. არათუ მხარდაჭერა, მან მოწოდებაც გაავრცელა ფეისბუქ-კამპანიის წარმართვასთან დაკავშირებით.

,,ჩემო ერთგულო მეგობრებო, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, ვანი-ხონის გაერთიანებულ ოლქში, დამოუკიდებელ კანდიდატად, კენჭს იყრის ვასილ (ტარიელ) კოპალიანი.

ვასილს 12 წელია ვიცნობ, აქედან, თითქმის 2 წელი ერთად ვიმუშავეთ საქართველოს პარლამენტში და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მისი განვლილი გზის, კომპეტენციისა და პიროვნული თვისებების გამო ის ნამდვილად იმსახურებს ხალხის ნდომას. სრულად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ვანისა და ხონის რაიონებს, მისი სახით, ნამდვილად ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

ვინც მე მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ არა ის თვისებები რაც მას გააჩნია, ნამდვილად არ გამოვუცხადებდი მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ, მოვიწონოთ გვერდი, ,,ვასილი კოპალიანი ვანი-ხონის მაჟორიტარად", რათა ბევრმა ნახოს მისი საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტები, რომლებსაც სთავაზობს თავის ამომრჩეველს.

ვისაც ხმის მიცემა შეგვიძლიათ ვენდოთ და დავუჭიროთ მხარი!
ვისაც არა ,იქნებ ვეცადოთ და ვანისა და ხონის რაიონში მცხოვრებ ჩვენს ახლობლებს მივაწვდინოთ ხმა!

მერწმუნეთ, ვასილი კოპალიანის მხარდაჭერით, მოგებული დარჩება როგორც რიგითი ამომრჩეველი, ისე საქართველოს პარლამენტი, რომელიც მისი სახით შეიძენს საპარლამენტო საქმიანობის მცოდნე კარგ დეპუტატს, რაც ასე აკლია დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოს.

მე თქვენი დიდი გონიერების იმედი მაქვს!
მოდით, ერთად დავიწყოთ ფეისბუქ-კამპანია და გავიმარჯვოთ!''



ჟურნალისტების კითხვას, ბრუნდება თუ არა ნატო ქათამაძე აქტიურ პოლიტიკაში პასუხობს, „მე პოლიტიკიდან არსად წავსულვარ და მაშასადამე არც ახლა ვბრუნდბი“. ფაქტი კი ერთია, 5 თვიანი პაუზის მერე ნატო ქათმაძე კვლავ აქტიურად ერთვება არჩევნებში, რაც აჩენს კითხვას-ნატო ქათამაძე აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება?


   ნანახია:  652



მსგავსი ამბები:


  ქუთაისის საკრებულოში მოღვაწეობას თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად თვლის.,,რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჟღერდეს, ჩემი პიროვნების გაძლიერებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით სწორედ იმ საკრებულოს წევრებს, რომლებიც გამუდმებით   ...
... სრულად ნახვა
  რესპუბლიკურ პარტიაში ხელმძღვანელების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს. პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, რომელიც დღეს ქუთაისში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ განახლების პროცესი პარტიის შიგნით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს: “ჩვენი მიზანია,   ...
... სრულად ნახვა
  ოსეფაიშვილი სიმპათიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გამოხატავს   ...
... სრულად ნახვა
  კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალმა სამი პარტიის ქუთაისის ორგანიცაციის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებისათვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, მოახლოვებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობაში გაარკვეული პირები   ...
... სრულად ნახვა
  ბატონო ბიძინა, ჩემი ,,ოცნება", როცა ქუთაისში თქვენი მოქალაქეობის აღდგენის გამო ხელმოწერებს ვაგროვებდი, რისთვისაც კონტრლის პალატასა და პოლიციაში ვიკითხებოდით, სულაც არ ყოფილა, იმ რეჟიმისთვის სასათბურე პირობების შექმნა, ვინც თქვენ მოქალაქეობა   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04