ავტორი: ლელა თოლორდავა
20.02.2018, 11:27

ამბერკა დვალიშვილი ქუთაისის გამწვანების ინიციატივით გამოდის

იტალიიდან დაბრუნებულს რამდენიმე მეგობარი შემომეხმიანა და სამსახური შემომთავაზა. ერთ-ერთი კომპანია ,,აიას’’ პრეზიდენტი ამბერკა დვალიშვილი იყო. მასთან შეხვედრა ყოველთვის ქუთაისზე საუბარით იწყება...

დარწმუნებული ვარ ძალიან გენატრებოდა ჩვენი ქუთაისი, მე ქალაქიდან დიდხანს არ შემიძლია გასვლა, მგონია ქუთაისი მეძახის, მგონია ქუთაისს ვჭირდები და გამოვრბივარ. ჩვენს ქალაქს აქვს ისეთი ანდამატი, რომელიც არცერთ ქალაქს დედამიწის გულზე ...

ამიტომაც გული მტკივა მოუვლელს რომ ვხედავ, რატომღაც ჩვენ მარტო ქალაქის ხელმძღვანელობის იმედად მივატოვეთ ჩვენი ქალაქი. რაც შეგვიძლია ჩვენი ინიციატივითაც უნდა გავუკეთოთ, აი მაგალითად, ჩვენი სახლის თუ სამსახურების წინ გაზონის მოწესრიგება. თუ თავისუფალი ადგილია, დავრგოთ მარადმწვანე მცენარე, წიწვოვანი ან ციტრუსოვანი, ვქვათ ლიმონი. თუ ნაყოფს არ მოისხამს, მწვანე ხომ მაინც იქნება ზამთარ-ზაფხულ.

სადაც გაზონი არ არის, იქ ქოთნით შეიძლება დაიდგას მცირე ზომის მცენარე. ევროპაში ყველგან ასეა, ჩვენც ხომ გვინდა ევროპული ქალაქი გვქონდეს. გვქონდეს რა, ქუთაისის ისტორიის მქონე ქალაქი ბევრი არ არის ევროპაში, სიძველით მეხუთე ადგილზე ვარ...

ყველანი უნდა დავირაზმოთ და მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. გული მიკვდება მოუწესრიგებელ ქუჩებს და გაზონებს რომ ვხედავ. არადა ჭიშკრის იქით, საკუთარი ეზო რომ გვაქვს მოწესრიგებული,ჭიშკრის აქეთ ქუჩა ნაგვით რომ არის სავსე, ისევ ჩვენს ეზოში არ შემოდის ნაგავი?! მინდა მივმართო თანაქალაქელებს, ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელები და ყველას დავანახოთ , რომ ჩვენი სათაყვანებელი ქუთაისი, ყველაზე მოვლილი და მწვანე ქალაქია, არა მარტო საქართველოში.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ჩემი კომპანიის რამდენიმე ობიექტია განთავსებული ვიწყებ გაზონის მოწესრიგებას, მოვუწოდებ ყველას შემომიერთდნენ და დავიწყოთ ჭავჭავაძის ქუჩით. მერე სხვა ქუჩებიც აიღებენ მაგალითს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გამწვანებულ და გალამაზებულ ქალაქს.

გარდა ამისა, სულ მალე კომპანია ,,აია’’ ადგილობრივ ბაზარზე შემოვა ახალი პროდუქციით, ამ ეტაპზე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საუბარია ისევ კვების პროდუქტზე. სამწუხაროდ, ამ სეგმენტის უხარისხო პროდუქციით გაჯერებულია ბაზარი, ჩვენ კი მომხმარებელს შევთავაზებთ ნატურალურ პროდუქციას.

რაც შეეხება ქუთათურებისთვის საყვარელ ლუდს , ჩვენს მცირე ლუდსახარშში დამზადებული ლუდი ,,დვალიშვილი’’ უკეთესი და უკეთესი იქნება.


   ნანახია:  2628



მსგავსი ამბები:


  მე მიყვარს ჩემი ,,ორსართულიანი"ქუთაისი და ეს მისი სილამაზეა და თავისთავადობა... აუცილებლად გავაკეთებდი რიონისპირის რეაბილიტაციას...ეს იქებოდა ჩემი ქალაქის ახალი სიცოცხლე!!! წავახალისებდი ახალაზრდულ პროგრამებს,ინიციატივებს!!! ვეცდებოდი, რომ ამ   ...
... სრულად ნახვა
  პრობლემებით სავსე ყოველდღიურობაში რთულია ამ ფერების აღქმა. განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს, მაგრამ ყველგან შეიძლება დაინახო კარგი ფერები და იყო ბედნიერი. 2. ძალაუფლება რომ გქონდეს, რას გააკეთებდი   ...
... სრულად ნახვა
  დღეის მდგომარეობით, ,,აიას'' მიერ წარმოებული ჩამოსასხმელი ლუდი იყიდება მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში(ქუთაისი ლომოურის #6, ნიკეას #8 და ასათიანის #96). მალე დაემატება სხვა კუთვნილი ობიექტებიც. ჩვენთვის ცნობილია იმ მწარმოებლების   ...
... სრულად ნახვა
  ჩემს საკუთრებაში არსებული მიწა გადავეცი ქალაქს ახალი ქუჩის გასაკეთებლად, სადაც მოხდება საავტომობილო მოძრაობისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს ქუჩა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს უბნის განვითარებას. ახალი ბიზნეს უბნის განვითარება, იგივე ქალაქის   ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისი ყოველთვის ფერადია პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. წელიწადის ოთხივე დროს და თქვენ წარმოიდგინეთ ზამთარშიც. მისი ფერადოვნება იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მის ყოველდღიურობას ქმნიან. იცვლება თაობები, იცვლება დრო და   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04