ავტორი: aianews.ge
16.02.2018, 10:53

საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება!

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებენ გამოსაშვები გამოცდების მოდელში შესაძლო ცვლილებებზე მუშაობას. ამ ეტაპისათვის დაზუსტებულია 2017-2018 წლისთვის გათვალისწინებული სიახლეები.

ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის დამატებითი ნიმუშები უახლოეს დღეებში გამოქვეყნებდა. ახალი ნიმუშები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

წყარო:,,naec.ge''


   ნანახია:  1211



მსგავსი ამბები:


  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 36 000-მდე აბიტურიენტი, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის 20 000-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურისათვის 4 500-მდე სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის - 12 000-მდე აპლიკანტმა   ...
... სრულად ნახვა
  საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის მეთოდით ჩატარდა. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, საცდელი ტესტირება იმდენად არ გართულებიათ, რამდენადაც ნამდვილი გამოცდის ტესტური დავალებები. საგამოცდო პროცესს აკრიტიკებს ყველა - ამბობენ, რომ ტესტებში იყო ბევრი   ...
... სრულად ნახვა
  პირველ დღეს სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა ქიმიის საგანში გამოსცადეს. მე-11 კლასელებმაც მეთორმეტეების მსგავსად გამოცდა CAT-ის პრინციპით, ანუ კომპიუტერული ტესტირების მეთოდით ჩააბარეს. ყველა გამოცდისათვის ბარიერი გადალახულად მაშინ ითვლება, თუ   ...
... სრულად ნახვა
  გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო   ...
... სრულად ნახვა
  აბიტურიენტების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება. წელს უმაღლეს სასწავლებლებს, აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული. როგორც ბათუმის ,,შერატონში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე შეფასებისა და გამოცდების   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04