ავტორი: aianews.ge
18.09.2017, 20:59

გიორგი მაჭარაძემ ანრის ოცნება აუსრულა

გიორგი მაჭარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს:

,,ეს გახლავთ ჩემი ახალი მეგობარი ანრი. ჩოხატაურის რაიონში, მთიან სოფელ ხევში ცხოვრობს და ალბათ წარმოიდგინეთ როგორიცაა მისი ყოველდღიური ცხოვრება.

წელს ურეკსაც დავუთმე ცოტა დრო და სწორედ იქ გავიცანი ეს ძალიან კეთილი და მომღიმარი ბიჭი. ცხენზე დაჯდომა ოცნებად ჰქონია. მითხრა - არავინ მსვამს, მეუბნებიან რომ ჩამომივარდე დემედები ვალადო და ვარ ასეო. ზღვაში იცურა, ქვიშაზეც დაწვა, რუჯიც მიიღო, ბავშვებთანაც ითამაშა, მაააააშ! არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს და დახვეწილად კომუნიკაბელურიცაა. არ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი, სულ იღიმის.

ახლა ისიც ვთქვათ, რატომ დავწერე ეს ყველაფერი. სხვებით რომ არ დავიწყო, საკუთარი თავით დავიწყებ. დამოუკიდებლად სიარულიც შემიძლია, შემიძლია შრომა, ყველანაირი ფიზიკური აქტივობა, გართობა, ადამიანების დახმარება და ა.შ. თქვენც ასე ხართ ძალიან დიდი უმრავლესობა, მაგრამ ძალიან იშვიათადაა ჩვენს სახეზე ღიმილი და სიმშვიდე. ამ ბიჭს სახეზე ღიმილი არ მოშორებია, რამაც ძალიან მიიქცია ჩემი ყურადღება, განსაკუთრებით კი იმან, რომ უსაზღვროდ დიდი ოპტიმიზმი და ზოგადად ადამიანური სიყვარული დავინახე მასში. გულში ერთი ბეწო ადგილიც არ ჰქონდა გამოყოფილი ბოროტებისთვის.

ცხენით გასეირნების გამო, რაც ანრის დედამ მლოცა, ყველას გინაწილებთ თანაბრად, თქვენც გეყოფათ და ასჯერ მეტსაც. შეგნებულად არაფერი ვთქვი, დედის განსაცდელზე, რომელსაც ასეთი მძიმე ტვირთი აქვს და ღმერთმა შეაძლებინოს! ანრის არაფერი დაუშავებია, რომ ოდნავ სხვანაირი დაიბადა, ღმერთმა თავისი საქმე იცის, ნუ ჩავერევით, ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

ერთი თვის მანძილზე აჭარის თითქმის ყველა კურორტი მოვიარე, ბევრი კარგი ადამიანიც ვნახე, გნახეთ, მაგრამ ნურავის გეწყინებათ, ერთადერთი ნათელი სულის ადამიანი ანრი თუ იყო, ვისთანაც ვიკონტაქტე.

ზოგად ეს ძალიან კეთილი დღე იყო ურეკში. პლაჟზე შხაპი უფასოდ მიმაღებინეს, თან დაუმადლებლად, დღის ბოლოს კი ერთი მამლაყინწა და ორი ცუგრიკი დავანაყრეთ. მათგან ერთი ცუგრიკი ისეთი მადლობელი იყო, მანქანამდე მიგვაცილა, სულ ტლაკვითა და ხტუნვით, მაგრამ ეს არ გვაკმარა, მანქანას გამოეკიდა და ძლივს დავაბრუნე უკან. ასეთი მადლიერი ძაღლი კი არა, ადამიანი არ მინახავს.

უამრავი რამ ვისწავლე ანრისგან, პირველ რიგში კი ის, რომ ძალიან ხშირად უნდა გავიღიმო და პრობლემები ბევრად ადვილად მოგვარდება <3 <3''


   ნანახია:  1378



მსგავსი ამბები:


  ქალბატონო მარი, რაა აქ განსაკუთრებული, ქუთაისი ძალიან პატარაა, სულ ხელისგულზე დაეტევა, ალბათ... მაგრამ გრძნობა აქვს ადამიანური, ჯერაც გადაუგვარებელი. ამიტომ მიყვარს ქუთაისი და ყველა ქუთაისელი. ქუთაისში, კიდევ, უცნობი არ არსებობს, შესაძლოა შალვას   ...
... სრულად ნახვა
  მე ვამბობ, რომ სიყვარულიც, მეგობრობაც, ძმაკაცობაც და თქვენ წარმოიდგინეთ და ნათესაობაც მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებაზეა დამყარებული! ვგულისხმობ იმას, რომ მე ის ადამიანი მჭირდება, რომელთანაც ვურთიერთობ და სწორედ ამიტომაც ვურთიერთობ. მაგალთად, ავიღოთ   ...
... სრულად ნახვა
  გოგო: ეს საშიშია ცოტა შეანელე! ბიჭი: არა ძალიან სახალისოა გოგო :გთხოვ შეჩერდი ბიჭი: პირველ რიგში მომეხვიე   ...
... სრულად ნახვა
  თუ აირჩიეთ ნახატი 1, თქვენ ხელგაშლილი და მორალურად ძლიერი პიროვნება ხართ. მთელი ცხოვრება იბრძვით, რომ უკეთესი გახდეთ. გაქვთ მაღალი ამბიციები და სტანდარტები. შესაძლოა, გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ თქვენთან რთულია ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე რთული   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04