ავტორი: aianews.ge
01.09.2017, 17:03

ქუთაისის აეროპორტში მეორე ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს კომპანია „ანაგი“ ააშენებს. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ანაგს“ შორის შელშეკრულებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 26 423 967,74 ლარს შეადგენს.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, სამუშაოების პირველი და ძირითადი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში, 2018 წლის 20 იანვრისთვის უნდა დასრულდეს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტის მეორე ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი 2017 წლის 26 ივლისს გამოაცხადა. წინადადების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო, განაცხადების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.

სატენდერო განაცხადი სამმა კომპანიამ –„ანაგი“, „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ წარადგინა. „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. სატენდერო კომისიამ მხოლოდ „ანაგის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ანაგს“ შორის ხელშეკრულებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა.

როგორც კომერსანტს ანაგში განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე და მოსამზადებელი სამუშაოებიც, პრაქტიკულად, უკვე დაიწყო.

ახალი ტერმინალი მდებარეობს არსებული ტერმინალის მიმდებარედ და მის გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც პრემიერმა დააანონსა, ახალი ტერმინალი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება, გათვალისწინებულია სარკინიგზო ბაქანის აშენებაც.



ქუთაისის აეროპორტის გაფართოება მზარდი ტურიზმის ფონზე ხდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი.


წყარო:,,commersant.ge''


   ნანახია:  804



მსგავსი ამბები:


  ავიაციის საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით, დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს საქაერონავიგაციასთან და კომპანია „Georgian Bus”-თან ერთად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, SOS ბავშვთა სოფელი   ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის სანავიგაციო კოშკურა სატრანზიტო დერეფანის უმნიშვნელოვანესი წერტილი ხდება   ...
... სრულად ნახვა
  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ “WIZZ AIR” დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 1 წლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამა და პრეზენტაცია გამართა. “WIZZ AIR”-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ   ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისის ახალი ბიუჯეტი, რომელიც გუშინ საკრებულომ დაამტკიცა, წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. 2013 წელს ქალაქის ბიუჯეტი 67.827.8 ლარი იყო, ხოლო 2014 წელს კი 43.704.5 ლარს შეადგენს. ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ასე   ...
... სრულად ნახვა
  პროექტი შემდეგ კომპლექსებს გააერთიანებს: 4 სასტუმრო - (300, 400, 500, და 600 ნომრიანი) იახტ-კლუბი, რომელიც 1500 კვ.მ-ზე განთავსდება, ქართული, არაბული, იტალიური, ამერიკული რესტორნები. სპა და ფიტნეს ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კოტეჯების ზონა.   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04