ავტორი: aianews.ge
06.07.2017, 20:47

5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის პატიმრობაში მყოფი 4 შვილის დედა  პრეზიდენტმა შეიწყალა

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის მსჯავრდებული, რომელსაც მოსამართლემ 28 წლიანი განაჩენი გამოუტანა, თავისუფალია.

მისი შეწყალები აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
37 წლის თეა სირაძე 2010 წელს დააკავეს. მის შეწყალებას გიორგი მარგველაშვილს დიდი ხანია სთხოვეს და ამისთვის ხელმოწერებიც კი შეგროვდა:

"ვფიქრობთ, რომ თუკი საქართველოში ვინმე იმსახურებს შეწყალებას, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ თეა სირაძე გახლავთ, რომელიც ოთხი შვილის დედა და გამოჩენილი ქართველი სპორტსმენია, ამასთანავე მისი სასჯელი, რბილად რომ ვთქვათ უაღრესად არაადეკვატურია და 28 წელს შეადგენს !

37 წლის თეა სირაძეს, 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი. ქვემოთ მოგვყავს ამონარიდი მისივე მონათხრობიდან, რომლის გაბათილება დღემდე არცერთი საჯარო სტრუქტურის წარმომადგენელს, არც კი უცდია...

თეა სირაძე: " 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?".

თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის, მათ კი დედის მზრუნველობა და სითბო სწორედ ახლა ჰაერივით სჭირდებათ...

ბატონო გიორგი, გვაქვს რა თქვენი სამართლიანობისა და ჰუმანურობის იმედი, ვთვლით, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეიწყალოთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე. ეს გადაწყვეტილება კი უდაოდ ერთადერთი სწორი და სამართლიანი იქნება, რადგან ყოველივე ზემოთქმულთან ერთად თეა სირაძის 28 წლიანი პატიმრობა, უმძიმეს დანაშაულებებთან დაკავშირებული ივანე მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაისა და გიგი უგულავასა 5-10 წლიანი საპატიმრო ვადის ფონზე უსამართლობისა და ცინიზმის აპოგეის გარდა სხვა არაფრად შეიძლება შეფასედეს! " _ აღნიოშნული იყო მანიფესტის ტექსტში, რომელიც 2015 წლის 30 ივლისს გავრცელდა.


   ნანახია:  1840



მსგავსი ამბები:


  19 წლის ინდოელი გოგონა, რეშმა კურეში ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მთავარი მოვლენა გახდა. საქმე იმაშია, რომ მჟავის შედეგად დამახინჯებული რეშმა პოდიუმზე ინდოელი გოგონების სახელით გამოვიდა, რათა მსოფლიოსთვის ხმა მიეწვდინა და ხელი შეეშელა იმ სავალალო   ...
... სრულად ნახვა
  ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრების ცხოვრება არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა. ყურადღების ცენტრშია მისი ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც. რამდენიმე თვის   ...
... სრულად ნახვა
  ეკა ბაძაღუა ჩემი თანაკურსელი იყო... მისი ცხოვრება ტრაგიკულმა შემთხვევამ დაასრულა 27 წლის ასაკში, 5 წუთის წინ მისი შვილის მილოცვა წავიკითხე ფეისბუკზე, დედის დღეს ულოცავდა ბადრი კაპეტივაძე მარად ახალგაზრდა დედას ... ცრემლები მომერია და მივხვდი, რომ   ...
... სრულად ნახვა
  ძალიან მიჭირს მარტოს, მუდმივი შემოსავლის გარეშე შვიდი ბავშვის გამოკვება. ამ ორი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის ტკბილეულიც კი არ მიყიდია, სათამაშოებზე რომ არაფერი ვთქვა. ამ მძიმე პერიოდში თქვენი მხარში დგომა მჭირდება. ბავშვები მალე წამოიზრდებიან, მე   ...
... სრულად ნახვა
  ,,მამიკომ მითხრა, შვილო, ჩემს გასვენებაში შემოსული ფულით ოპერაცია გაიკეთე, სხვა გზა აღარ დაგვრჩაო. ნუ გეშინია, მამიკო, დაგვეხმარებიან-მეთქი, ვუთხარი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა, მეფერებოდა. მეტი არაფერი უთქვამს. მერე გაიღიმა, საუბარი იუმორში   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04