ავტორი: aianews.ge
23.05.2017, 11:22

ჯამბულ გამცემლიძის ღია წერილი მთავარ პროკურორს:,,ეს ბიჭები არავის არ ახსოვს!''

2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ღია წერილს აქვეყნებს:


,,ღია წერილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს!
ყველა იმ პიროვნებას ვინც ამ ბანერ-სურათის უკან იდგა წლების განმავლობაში და ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს!

ბატონო ირაკლი,ბატონებო და ქალბატონებო,ჩემი თქვენდამი მოწერილ წერილს თან ერთვის ბანერი სურათი,რომელიც არა სამთავრობო ოტგანიზაცია,,გადაარჩინე სიცოცხლე,,ს დამფუძნებელმა შვილ მოკლულმა მშობლებმა ჩვენივე სახსრებით გავაკეთეთ და იმ დღესვე გადაიბარეს ახალგაზრდებმა,რომლებიც ნებისმიერი საპროტესტო აქციის დროს წინა პლანზე მათთან ერთად მიმოდიოდა ქალაქის ქუჩებში,სახელ და გვარებს ვერ ჩამოვთვლი ერთი მიზეზის გამო,არ მინდა ვინმე გამომრჩეს,აი ამ ბანერ-სურათის უკან კი მოდიოდნენ ის პოლიტიკოსები ვინც დღეს პარლამენტსა თუ სამთავრობო სტრუქტურებში არიან მოკალათებული,დღეს ეს ბიჭები არავის არ ახსოვს,მაშინ გაახსენდებათ დებატების დროს ნაციონალებთან ,,თუ გაიჭედნენ,, მაშინ როცა იური ვაზაგაშვილი ასე ვერაგულად ააფეთქეს შვილის საფლავზე,მე მახსოვს და მინდა თქვენც გაიხსენოთ, ჩვენ ,,გადაარჩინე სიცოცხლე''-ს წევრები თქვენ მიგვიწვიეთ პროკურატურაში (ბადაშვილთან ) და გვითხარით, რომ ყველაფერს გამოიძიებდით ,მათ შორის ჩვენი შვილების საქმეებსაც. გავიდა ორი წელი და 2 თვე იმ დღიდან,მე თქვენ გეკითხებით,როცა სტრასბურგის სასამართლომ დაავალა ჩემ ქვეყანას, რომ გიორგი გამცემლიძის, სანდრო გირგვლიანის საქმე გამოიძიეთო,თქვენც აღმითქვით უმოკლეს ვადაში დავამთავრებთო ძიებასო, რა ხდებაა? სტრასბურგმა თუ არ დაგავალათ,დანარჩები ახალგაზრდების მკვლელობის საქმეები, რატომ არის თაროზე შემოდებული? მაშინ თქვენ სად იყავით ეს ბანერ- სურათი,რომ თბილისის ქუჩებში დადიოდა? ჩვენ რა დავაშავეთ მშობლებმა ,ასე ლოდინის რეჟიმსა და სამართლის ძიებაში რატომ გვკლავთ? პროკურატურაშიც ხომ არ არიან კიდევ ის კუნთმაგარი ზონდერები,ვინც მაშინ გვცემდა, გვარბევდა სამართლის მაძიებლებს? სხვა რა სამართალი არსებობს ის მაინც მიგვასწავლეთ,სადაც მტყუან მართალს გაარჩევენ...თუმცა ეს მე ხომ ვიცი, ეს უფალია, მხოლოდ მას არ ეჩქარება, მე მეჩქარება იმიტომ, რომ მე ვკვდები და მინდა ჩვენი შვილების მკვლელები საბრალდებო სკამზე ვნახო,ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან!!!''


   ნანახია:  1899



მსგავსი ამბები:


  ბატონებო,ფაქტი ჯიუტია,მე ვარ ,,ქართული ოცნების'' ერთ ერთი დამფუძნებელი,ეს მოქალაქეები,რომლებიც ჩემთან ერთად ზიან და ხმას აძლევენ ამ პარტიის დაფუძნებას ყველამ აიხდინა ,,ოცნება''. მე, ჯამბულ გამცემლიძე,რომლის ოცნება იყო ჩემი შვილის საქმის გამოძიება და   ...
... სრულად ნახვა
  ბატონებო,ფაქტი ჯიუტია,მე ვარ ,,ქართული ოცნების'' ერთ ერთი დამფუძნებელი,ეს მოქალაქეები,რომლებიც ჩემთან ერთად ზიან და ხმას აძლევენ ამ პარტიის დაფუძნებას ყველამ აიხდინა ,,ოცნება''. მე, ჯამბულ გამცემლიძე,რომლის ოცნება იყო ჩემი შვილის საქმის გამოძიება და   ...
... სრულად ნახვა
  დიახ ჩემო თინა,მე მიწას შევჭამ და მოვესწრო იმას,რომ ეს ნაძირალები პასუხისგებაში მიეცენ,მე ამით ჩემ შვილს კი ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ იმას მაინც ვიგრძნობ,ჩემი შვილიშვილები სამართლებრივ ქვეყანაში დავტოვე, ისინი დაცულები არიან და სახელმწიფო მათზე   ...
... სრულად ნახვა
  რაც შეეხება დღეს დვალიშვილების ოჯახის მტრობას თქვენდამი , ვიღაცას შეცდომაში ყავხართ ბატონო თემურ შეყვანილი. მე და თქვენ ბატონი რეზოს გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ურთირთობა დავათბეთ. რაც შეეხება თემურ ჭყონიასა და რეზო   ...
... სრულად ნახვა
  „საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს შს მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს მ ი მ ა რ თ ვ ა    ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04