ავტორი: ლელა თოლორდავა
26.04.2017, 21:39

მიშა მარდალეიშვილმა თავისი გუნდის ჩემპიონობა უცნაურად გააჟღერა!!!

,,მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა შარშანდელი შედეგი (მეორე ადგილი) გააუმჯობესა და გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდურ პირველობაში 14 ქვეყნის მოფარიკავეები ჩაებნენ. ჩვენმა ნაკრებმა 1/8 ფინალში ბულგარეთი 45:34 დაამარცხა, 1/4 ფინალში რუმინეთს სძლია - 45:31, ნახევარფინალში რუსეთს - 45:41, ფინალში კი იტალიას 45:36 აჯობა. საქართველოს ახალგაზრდული გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მერაბ ბაზაძე) პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ჩვენს ნაკრებში გამოდიოდნენ მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია და ვაჟა რეჭია.''

,,საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის'' ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამარჯვების აღმნიშვნელი ფოტომასალაც ერთვოდა. ერთ-ერთმა ფოტომ კი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ქართველი ,,მუშკეტერის'' ფოტოს ვინ აღარ აზიარებდა... ,,ჩემპიონების ჩემპიონი ფოტოს'' მთავრ გმირს, მიშა მარდალეიშვილს დავუკავშირდი და ჩვენი ფეისბუკინტერვიუც შედგა:


,,ეს ფოტო ფინალური შეხვედრის დროს არის გადაღებული . ბრძოლა რომ დავამთავრე, მოვიგეთ და ის წარმოუდგენელი ემოცია მსოფლიო ფარიკაობის ფედერაციის ფოტოგრაფმა, იტალიელმა ავგუსტო ბიზზიმ თავის ობიექტივით დააფიქსირა, ბოლო ხმაზე ვყვირივარ , მინდოდა ჩვენი გამარჯვების ხმა ყველასთვის მიმეწვდინა!!!

ენით აუღწერელი სიხარული იყო ჩვენს გუნდში, ჩემპიონები ვიყავით!!!

პირველი ჩემმა ძმამ მომილოცა ამერიკიდან, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია! ამ წუთამდე უამრავი ადამიანი მიკავშირდება, ნაცნობი თუ უცნობი.

ახლა წუთი-წუთზე მანქანა მოგვაკითხავს და აეროპორტში წავალთ, დილით თბილისში ვიქნებით. სამშობლოში ჩემპიონები დავბრუნდებით, საოცარი შეგრძნებაა!!!''

დროში შეზღუდვის მიუხედავად, მიშამ არ დაიზარა და მოკლედ მიამბო მის განვლილ გზაზე, ქუთაისის ფარიკაობის სკოლიდან მინსკის ჩემპიონატამდე...


,,2006 წელს ქუთაისის ფარიკაობის სკოლაში დავიწყე ვარჯიში. ფარიკაობა ჩემთვის პატარაობიდან საყვარელი სპორტი იყო, დედაც და მამაც მოფარიკავეები იყვნენ. მამას ბიძამ, მერაბ ბაზაძემ შემაყვარა ეს ულამაზესი სპორტი და დღემდე ჩემი მწვრთნელია. მისი დამსახურებით და ჩემი დაუღალავი შრომის შედეგად ორ წელიწადში უკვე დიდების ნაკრების წევრი ვიყავი. მერე კი - საერთაშორისო ტურნირის მრავალგზის ჩემპიონი, კადეტებში 16 წლამდე ასაკში, 2011 წელს იორდანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი 2014 წელს, გუნდურში... 2016 წელს ამავე შეჯიბის მეორე პრიზიორი, ესეც გუნდურში და ახლა უკვე 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ესეც გუნდურში.

შეჯიბრზე მხოლოდ მოსაგებად გავდივარ... ამ შეჯიბრზეც, პირველ დღეს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვდიოდი და ძალიან მინდოდა, რომ გამემარჯვებინა მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე მინდოდა. და ზუსტად ორ დღეში გვქონდა გუნდური შეჯიბრება და ყველაფერი გავაკეთე მეც და ჩემმა გუნდელებმაც, რომ საქართველოში ოქროს მედლით დავბრუნებულიყავით.''

კიდევ ბევრი აქვს სათქმელი ქართველ ჩემპიონს , მაგრამ ამ ჯერზე აქ ვწყვეტთ, აეროპორტში მიეჩქარებათ...
მშვიდობიანი ფრენა ვუსურვოთ ქართველ ,,მუშკეტერს'', მუდამ გამარჯვებული დაბრუნებულიყოს სამშობლოში ის და მისი არაჩვეულებრივი თანაგუნდელები.

,,არაჩვეულებრივი მუშკეტერების'' თვითმფრინავი დილაადრიან დაეშვება თბილისის აეროპორტში, დარწმუნებული ვარ სამშობლოში ღირსეულ დახვედრას მოვუწყობთ!

ხვალ კი, ისევ დაიპყრობს ინტერნეტსივრცეს ამ დიდებული წუთების ამსახველი ფოტოები!


   ნანახია:  5111



მსგავსი ამბები:


  მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა შარშანდელი შედეგი (მეორე ადგილი) გააუმჯობესა და გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდურ პირველობაში 14 ქვეყნის მოფარიკავეები   ...
... სრულად ნახვა
  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სარაევოში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 5 მედლით დაასრულა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა შთამბეჭდავად იჭიდავა სარაევოში დასრულებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე და   ...
... სრულად ნახვა
  ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი, პოლონელი და რუსი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალური ბრძოლა კი რუს კირილ ბოროდაჩევთან დათმო 12-15. ლუკა ღაღანიძე: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით 3 მაისს ჭადრაკის სასახლის წინ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანის,ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.3მაისს ქალბატონ ნონას 75 წელი უსრულდება''. ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს ნაკრებმა რაგბიში, ერთა თასის მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 24:17 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში, "ესტადიო ნასიონალ დე რაგბიზე" (მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი), გაიმართა. პირველი ტაიმი ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04