ავტორი: aianews.ge
25.04.2017, 22:15

საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა შარშანდელი შედეგი (მეორე ადგილი) გააუმჯობესა და გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გუნდურ პირველობაში 14 ქვეყნის მოფარიკავეები ჩაებნენ. ჩვენმა ნაკრებმა 1/8 ფინალში ბულგარეთი 45:34 დაამარცხა, 1/4 ფინალში რუმინეთს სძლია - 45:31, ნახევარფინალში რუსეთს - 45:41, ფინალში კი იტალიას 45:36 აჯობა.

საქართველოს ახალგაზრდული გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მერაბ ბაზაძე) პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ჩვენს ნაკრებში გამოდიოდნენ მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია და ვაჟა რეჭია.



წყარო:,,საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი''


   ნანახია:  3073



მსგავსი ამბები:


  ქუთაისის ფარიკაობის სკოლაში დავიწყე ვარჯიში. ფარიკაობა ჩემთვის პატარაობიდან საყვარელი სპორტი იყო, დედაც და მამაც მოფარიკავეები იყვნენ. მამას ბიძამ, მერაბ ბაზაძემ შემაყვარა ეს ულამაზესი სპორტი და დღემდე ჩემი მწვრთნელია. მისი დამსახურებით და ჩემი   ...
... სრულად ნახვა
  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სარაევოში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 5 მედლით დაასრულა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა შთამბეჭდავად იჭიდავა სარაევოში დასრულებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე და   ...
... სრულად ნახვა
  ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი, პოლონელი და რუსი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალური ბრძოლა კი რუს კირილ ბოროდაჩევთან დათმო 12-15. ლუკა ღაღანიძე: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 24:7 დაამარცხა. ,,ბორჯღალოსნებმა" რუსებს საკუთარ სტადიონზე, სოჭში სძლიეს. საქართველოს ნაკრებიდან ლელოები თამაზ მჭედლიძემ, ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ დადეს, ორი გარდასახვა და ერთი   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს ნაკრებმა რაგბიში, ერთა თასის მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 24:17 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში, "ესტადიო ნასიონალ დე რაგბიზე" (მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი), გაიმართა. პირველი ტაიმი ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04