ავტორი: aianews.ge
22.04.2017, 20:42

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

sportall.ge- ს ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე დღეს გამართულ მე-11 ტურის შეხვედრაში რუს ნატალია პოგონინას შეხვდა და პარტია საყაიმო ანგარიშით დაასრულა, რის შემდეგაც ნანა ძაგნიძემ 8,5 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი ალექსანდრა გორიაჩკინა ნახევარი ქულით ჩამოიტოვა.

ჩემპიონატზე გადამწყვეტი მე-10 ტური გამოდგა, რომელშიც ძაგნიძემ პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალექსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.


   ნანახია:  2423



მსგავსი ამბები:


  ევროვიზიის გამარჯვებული კონჩიტა ვიურსტი გახდა. მან კონკურსზე „Rise Like a Phoenix“-ი იმღერა და 290 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 238 ქულით ნიდერლანდების, ხოლო მესამე კი შვედეთის წარმომადგენელი 218 ქულით გავიდა. 1966 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა,   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით 3 მაისს ჭადრაკის სასახლის წინ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანის,ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.3მაისს ქალბატონ ნონას 75 წელი უსრულდება''. ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს   ...
... სრულად ნახვა
  გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მოციგურავეთა ტურნირზე ქართველი მოციგურავ ელენე გედევანიშვილი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა. საქართველოს წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში 51.59 ქულით მე-6 შედეგი დაიკავა,   ...
... სრულად ნახვა
  ხინჩეგაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი ყაზახ ნურისლამ სანაევს დაუპირისპირდა. მეტოქეს ანგარიშით 4:3 სძლია. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს ეჭიდავა და მეტოქე 4:3 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ხინჩეგაშვილი   ...
... სრულად ნახვა
  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სარაევოში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 5 მედლით დაასრულა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა შთამბეჭდავად იჭიდავა სარაევოში დასრულებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე და   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04