ავტორი: aianews.ge
22.04.2017, 14:01

ლუკა ღაღანიძის ევროპული ბრინჯაო რაპირით ფარიკაობაში

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში 23- წლამდელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრები 10 წევრით არის წარმოდგენილი.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ლუკა ღაღანიძე პირველად ისტორიაში რაპირით ფარიკაობაში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი, პოლონელი და რუსი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალური ბრძოლა კი რუს კირილ ბოროდაჩევთან დათმო 12-15.

ლუკა ღაღანიძე: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული ვყოფილვიყავი, რამაც საბოლოო შედეგამდე მიმიყვანა. შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. მინდა, რომ ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდე.“

„ლუკა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მოფარიკავეა. მისგან მედალს ველოდით და იმედებს ვამყარებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. რაც შეეხება ზოგადად ნაკრებს, მან კარგი საწვრთნელი შეკრება გაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს. ველოდებით კიდევ ორ მედალს მიხეილ მარდალეიშვილისგან და გუნდურში ხმლით მოფარიკავეებისგან“ - განაცხადა მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.


წყარო:,,საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი''


   ნანახია:  2179



მსგავსი ამბები:


  მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა შარშანდელი შედეგი (მეორე ადგილი) გააუმჯობესა და გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდურ პირველობაში 14 ქვეყნის მოფარიკავეები   ...
... სრულად ნახვა
  ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები რიოში, გრანდიოზული დახურვის ცერემონიით დასრულდა. საქართველომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსგავსად 7 მედალი მოიპოვა, თუმცა ხარისხობრივად რიოში ნაჩვენები შედეგი უკეთესი აღმოჩნდა. ბრაზილიაში გამართულ ოლიმპიურ   ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისის ფარიკაობის სკოლაში დავიწყე ვარჯიში. ფარიკაობა ჩემთვის პატარაობიდან საყვარელი სპორტი იყო, დედაც და მამაც მოფარიკავეები იყვნენ. მამას ბიძამ, მერაბ ბაზაძემ შემაყვარა ეს ულამაზესი სპორტი და დღემდე ჩემი მწვრთნელია. მისი დამსახურებით და ჩემი   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს ნაკრებმა რაგბიში, ერთა თასის მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 24:17 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში, "ესტადიო ნასიონალ დე რაგბიზე" (მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი), გაიმართა. პირველი ტაიმი ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე   ...
... სრულად ნახვა
  10 წლის წინ, 18 აგვისტოს ,ზურაბ ზვიადაურმა ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04