ავტორი: ნინო ძოწენიძე
27.03.2017, 15:02

ბონდო ქურდაძის მიმართვა ,,პოპულარულ'' ჟურნალისტებს

საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, გაზეთ ,,შანსის'' მთავარი რედაქტორი ბონდო ქურდაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:


“პოპულარული“ ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ბატონი ვლადიმერ ხომერიკი, 7 წლის წინ, სააკაშვილის რეჟიმს გაქცეულს, გვერდით დამიდგა შორეულ უკრაინაში და მისი მეგობრის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის სახელით, თავშესაფარიც კი შემომთავაზა მოსკოვსა და პეტერბურგში... უცხო ქვეყანაში, სამი შვილით ქუჩაში მყოფი კაცი, დიდხანს არ დაფიქრდებოდა ამ შემოთავაზებაზე... უარი ვუთხარი, სააკაშვილის ავანტურისტული პოლიტიკის გამო, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციასთან და ჩემი იქ წასვლით, ნაციონალები ადვილად მომაკრავდენ კრემლის იარლიყს(!)...
ძვირფასო ჟურნალისტებო, ერის დედებო და ერის მამებო, ვლადიმერ ხომერიკის გარდა დღემდე არცეთ პოლიტიკურ მოღვაწეს არ უთქვამს ვლადიმერ პუტინისთვის, რომ აფხაზეთის საკითხი მხოლოდ მაშინ უნდა გადაწყდეს რეფერენდუმით, როდესაც ყველა ლტოლვილი დაუბრუნდება საკუთარ მიწას... კარგად დაუკვირდით, ძალიან ბევრისმთქმელ პუტინის დუმილს, იქნებ შემობრუნების მცდელობასაც, შემდეგ კი, თინათინ მინისტრის ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოტანასა და უსუფაშვილის “ნატოს“ ბაზების საქართველოში განთავსების ხმაურიან განცხადებებს... ქვეყნის პრეზიდენტი კი, ამ ამბიდან სულ მალე, ბატონ ვლადიმერ ხომერიკს, ბათუმში დაბადებულ და გაზრდილ კაცს, უარს ეუბნება საქართველოს მოქალაქეობაზე და იგივე ყაისნაღმომარჯვებული თითებით ხელს აწერს ამინისტიას, რის საფუძველზეც ვადაზე ადრე ციხიდან ათავისუფლებს მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ცოლისძმას(!!!)... ახლა თქვით, თქვენო კეთილშობილებავ, ქართული ჟურნალისტიკის ელიტავ, რითი სჯობს სულგაყიდუყლი ნაციონალები, მათი სისხლისა და ჯილაგის რესპუბლიკელები და თქვენი ბუტაფორია პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკს, რომელიც ცდილობს რუსეთისავე ხელით აღადგინოს საქართველოს მთლიანობა... წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიასა და საქართველოზე მლოცველ მამა ვიტალის საფლავს, ზემოთ ჩამოთვლილი იუდები შეესიენ და არა ვიღაცა სხვა, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ ღმერთი მამაა, ეკლესია კი-დედა, როგორც ქართველისათვის, ისე რუსი ხალხისთვის... აი, ეს, ჩვენი ერთად ყოფნა არ მოგწონთ, თქვენ, რადგან ფულს, ამაში არავინ გიხდით, ძვირფასო კოლეგებო(!)... თქვენ კი ბატონო ვლადიმერ, რუსეთსს გადახვეწილო მეგობარო, მიიღეთ ჩემგან, საფრანგეთიდან, თქვენი თანამემამულის უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, რომელიც ჩემს ბოლო ფეისპუკის სტატუსს მიაწერეთ: “Владимир Хомерики: А, ЭТО ИЗВЕСТНЫЙ ГРУЗИНСКИЙ ЖУРНАЛИСТ И ГРУЗИНСКИЙ ПАТРИОТ, ВЫНУЖДЕННЫЙ ПРИ М. СААКАШВИЛИ ЭМИГРИРОВАТЬ ЗА РУБЕЖ, ЖЕСТКО ОТЧИТЫВАЕ ГРУЗИНСКИХ КОЛЛЕГ, ЧТО ОНИ НЕ ДОСТАТОЧНО ГРОМКО, ОСУДИЛИ ФАКТ ВАНДАЛИЗМА, ПРОТИВ РУССКОЙ ЦЕРКВИ В ТБИЛИСИ!..“


   ნანახია:  1927



მსგავსი ამბები:


  ამ ბოლო დროს, ჩემი ფეისბუკის მეგობრის, ბატონი ბონდო ქურდაძის(ჟურნალისტი, გაზეთ ,,შანსის''მთავარი რედაქტორი, ამჟამად პოლიტიკური დევნილი საფრანგეთში) ფეისბუკის გვერდზე სახალისო აქტიურობამ, ჩემს წისქვილზეც დაასხა წყალი. მისი ხალისიანი პოსტები   ...
... სრულად ნახვა
  მე უკრაინაში არ დავბადებულვარ, მაგრამ პიროვნებად აქ ჩამოვყალიბდი. პირველივე წუთიდან, როდესაც უკრაინის მიწაზე დავდგი ფეხი 17 წლის სტუდენტმა, როცა პირველად დაველაპარაკე უკრაინელებს, მახსოვს, მათ მაშინვე დამავიწყეს, რომ უცხო ვიყავი. მე ერთ-ერთი მათგანი   ...
... სრულად ნახვა
  იყო დრო, ჭიქას ვუჭახუნებდი მიშას... ამ ფოტოზე, თავისუფალი მასმედიის სადღეგრძელოს ვსვამთ გაზეთ “შანსის“ რედაქციაში... მე, როგორც მთავარი რედაქტორი, მოხიბლული ვარ ახალგაზრდა კაცის ინოვაციებით, მისი მებრძოლი სულით... და ეს იყო მაშინ, 1998 წელს, სანამ   ...
... სრულად ნახვა
  ’შეხედეთ ბოლო პერიოდში ობამა ძალიან შეიცვალა. ამაში დამნაშავე მიშელია. კლინტონი მონიკამ დაღუპა, ობამას კი მიშელი ღუპავს. დიდ ქვეყნების ლიდერებს, ცხადია, მეუღლეები არ უნდა ჰყავდეთ”,-განუცხადა ოთხშაბათს ჟირინოვსკიმ ჟურნალისტებს.   ...
... სრულად ნახვა
  უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივცრე სამხედრო თვითმფრინავებისთვის ჩაკეტა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გასცა. „უკრაინის საჰაერო სივცრე მხოლოდ   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04