ავტორი: ნინო ძოწენიძე
20.03.2017, 15:02

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებას ითხოვენ!

,,აიანიუსმა'' იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან წერილი მიიღო. მათ სურთ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაგკავშირებით ხმა მიაწვდინონ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისია აქტიურად მუშაობს საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ, იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, გვსურს მოგმართოთ თხოვნით,რათა შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციის ის დანაწესი, რომლის თანახმადაც ,,საქართველოს მოქალაქე ამავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა.(საქართველოს კონსტიტუციის 12-ე მუხლის მე-2 პუნქტი.)

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ამ დანაწესის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქე მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, იგი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, რაც ჩვენი აზრით შესაცვლელია დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩვენს მიერ სამშობლოს დატოვება და სხვადასხვა ქვეყანაში მიგრირება გამოიწვია საქართველოში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები სოციალურად დაუცველის სტატუსისგან...

მოგმართავთ თხოვნით, განახორციელოთ საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლის ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და მოგვცეთ ემიგრანტებს იმის შესაძლებლობა, რომ მიუხედავად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისა, არ დავკარგოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეობა.

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ დააფასებთ ქართველი ემიგრანტების შრომას, ჩვენს წვლილს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაში.''


იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები


   ნანახია:  19770



მსგავსი ამბები:


  სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის-აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოში ტრადიციად არის ქცეული, რომ შეერთებული გვარის ტარება პირს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საკუთარ გვარს მიუერთებს მეუღლის ან მშობლების გვარს. ხოლო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევდა დაბნეულობას საზოგადოებაში, რომელსაც   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს საელჩო ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, ამავ დროულად საელჩოს არ გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეს 6 იანვარს საეჭვო ვითარებაში, აეროპორტის სადეპორტოში ჩამომხჩვალს პოულობენ,ირაკლი ბარამიძის ცნობით,   ...
... სრულად ნახვა
  ,,ჩემი ოცნება იყო, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა", - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,მოქალაქის" პრეზენტაცია სასტუმრო ,,რედისონში". ივანიშვილის   ...
... სრულად ნახვა
  ,,შესაძლოა, იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია, ევროკავშირში შესვლის   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04