ავტორი: ნინო ძოწენიძე
20.03.2017, 12:32

ელისო კილაძის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს უბრუნებს!

ელისო კილაძის მეუღლე: ,,ბატონო მინისტრო, გიბრუნებთ სახელმწიფო ჯილდოს - დააჯილდოვეთ ის თანამშრომლები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს!“


ელისო კილაძის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს უბრუნებს, - ამის შესახებ განცხადება „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან დღეს გააკეთა.

„ამ შენობაში, მეორე სართულზე მუშაობს ადამიანი, რომელიც არის ქართული სპეცსამსახურის სირცხვილი, მან არ იცის რას ნიშნავს მუნდირის ღირსება, იმიტომ რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი დღე არ უმუშავნია ძალოვან უწყებაში. სოსო გოგაშვილი არის პირი, რომლის უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება და მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადება. იმისათვის, რომ მან გაიგოს რას ნიშნავს პოლიციელის ღირსება, სწორედ აქ, ამ შენობასთან მე წავიკითხავ ჩემი მეუღლის, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ხარშილაძის განცხადებას:

ბატონო მინისტრო, დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დაგიბრუნოთ სახელმწიფო ჯილდო მედალი ,,მხედრული მამაცობისთვის“, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს იმდროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე (დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას ).
მივიღე გადაწყვეტილება: ეს ჯილდო ჩემზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს დავით ხარშილაძეს.
ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაკვეთები.

პატივისცემით: გრიგოლ ხარშილაძე


„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სუსის შენობასთან ქალიშვილთან, მარიამ ხარშილაძესთან ერთად იმყოფებოდა. ბრიფინგის მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და მეუღლის განცხადება კანცელარიაში ჩააბარა.


   ნანახია:  1073



მსგავსი ამბები:


  საინფორმაციო სააგენტომ „გურია ნიუსი“ გაავრცელა ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ჩანს ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ დღეს გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც პაციენტის მოჭრილი ხელია ასახული.   ...
... სრულად ნახვა
  "ვიღაც ელისო კილაძეს რატომ ჰქვია „ჟურნალისტი“, გაოცებული ვარ"-თქვა ივანიშვილმა   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04