ავტორი: ნინო ძოწენიძე
16.03.2017, 13:51

ფინეთმა სკოლებში საგნების სწავლაზე უარი თქვა!

ფინეთის განათლების სისტემა ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და საერთაშორისო რეიტინგებში მუდმივად ხვდება ტოპ ათეულში, თუმცა იქაურმა განათლების სისტემაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა გადაწყვიტეს არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და განათლების სისტემაში რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავენ, ისინი აპირებენ ამოიღონ სისტემიდან საგნობრივი სწავლება, ანუ აღარ იქნება ცალკე მათემატიკის, გეოგრაფიის, ლიტერატურის ან ქიმიის გაკვეთილები, სწავლება კი კომპლექსური იქნება:

„სკოლის განათლების სისტემა მოძველდა და ხშირ შემთხვევაშიის ეფუძნება 1900-იანი წლების მოდელს, თუმცა თანამედროვე გამოწვევები სხვაგვარია და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, უფრო მისაღები 21-ე საუკუნისათვის“ – აცხადებს განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე მარიო კილონენი.

კონკრეტული საგნების მაგივრად შემოღებული იქნება სისტემური სწავლება, რომელიც კონკრეტული მოვლენის ან თემის მიხედვით ამ მოვლენის მულტი დისციპლინურ გააზრებას გულისხმობს, მაგალითად: თემა „მეორე მსოფლიო ომი“ – განხილული იქნება ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის კუთხით, თემა: „მუშაობა კაფეში“ – კი მოიცავს ინგლისური ენის, კომუნიკაციის და ეკონომიკის უნარების დახვეწას.

სისტემა დაინერგება უფროს კლასებში 16 წლის მოზარდებისათვის და მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლემ თავად აირჩიოს რომელი თემა და სფერო აინტერესებს, თავისი შესაძლებლობებიდან და ამბიციებიდან გამომდინარე, შესაბამისად არ მოუწევს მაგალითად – ფიზიკის სრული კურსის გავლა და არ ექნება განწყობა, რომ მას ეს არ სჭირდება.

ასევე იცვლება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ტრადიციული ფორმატი, მოსწავლეები არ ისხდებიან მერხებთან იმის მოლოდინში თუ როდის გამოიძახებენ საპასუხოდ, არამედ მუშაობა და თემების განხილვა მოხდება კოლექტიურიად, მცირე სამუშაო ჯგუფებად დაყოფის გზით.

ფინეთის განათლების სისტემა ძირითად აქცენტს სწავლების დროს კოლექტიურ მუშაობაზე აკეთებს, რის გამოც ცვლილებები მასწავლებლებს და მათი მუშაობის სისტემასაც შეეხება, მათ მოუწევთ კოორდინირებული მუშაობა სხვა საგნების მასწავლებლებთან, შესაბამისი გადამზადება ჰელსინკელი პედაგოგების 70%-მა უკვე გაიარა, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ ისინი გაზრდილ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

ახალი სისტემის დანერგვა ფინეთში 2020 წლიდან არის მოსალოდნელი.


   ნანახია:  1371



მსგავსი ამბები:


  საჯარო სკოლებში ბავშვების მიღებაზე ახალი ასაკობრივი ზღვარი წესდება. მომავალი წლიდან, შესაძლოა 5 წლის ასაკის ბავშვები, საჯარო სკოლებში აღარ მიიღონ. ცვლილების მიზეზად დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამა და სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის   ...
... სრულად ნახვა
  ყველაზე მთავარი, რაც განათლების სამინისტროს პრიორიტეტი იქნება, ეს არის სწავლების ხარისხი სკოლებში. ეს დაკავშირებულია სხვადასხვა საკითხთან. კერძოდ, ეხება სახელმძღვანელოების ხარისხს, რაზეც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ბოლო ფაზაში ვართ.   ...
... სრულად ნახვა
  დაუშვებელია, ერთმა მოსწავლემ მხოლოდ ახალი წიგნები მიიღოს, ხოლო მეორე მოსწავლემ მხოლოდ მეორადი   ...
... სრულად ნახვა
  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა შეწყდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის სამინისტროში იქნა მიღებული. სამუშაო   ...
... სრულად ნახვა
  ლონდონი - მათ, ვისაც სურს მიჰყვეს განათლების ფინურ მოდელს, თავი აარიდოს მკაცრ სასწავლო პროგრამებსა და ტესტებს, მაგრამ არ არის დაინტერესებული ფინური ენის შესწავლით, გთავაზობთ ყურადღება მიაქციოთ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს. ლონდონიდან სულ რაღაც   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04