ავტორი: ნინო ძოწენიძე
13.02.2017, 16:02

იმედს ვიტოვებ, რომ მამა გიორგი და არც სხვა სასულიერო პირი მსგავს ქმედებას

13 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურატურამ სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროა - დეკანოზი გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობის მომზადების (18;108) ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ სამღვდელოებისთვისაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ დაუსახელებია მაღალი იერარქიის რომელი სასულიერო პირის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს მამალაძე, ყველაფერი მიუთითებდა, რომ სამიზნე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო, რომელიც ახლა გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

მამა პეტრემ (კვარაცხელია) ისაუბრა presa.ge-სთან პროკურატურის განცხადების შესახებ.

- საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე და ე.წ კლანებზე, მაგრამ პატრიარქის მოწამვლა ამ სიტუაციაშიც კი ძალიან სერიოზული ბრალდებაა. როგორი იყო თქვენი რეაქცია პროკურატურის განცხადებაზე?

- პროკურატურის განცხადების მოსმენის შემდეგ მთელი სამღვდელოება გაოგნებულია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი განცხადება. საუბარიც კი მიჭირს ამ თემაზე, არამცთუ დავიჯერო ეს ყველაფერი.

ღმერთმა ქნას, საბოლოოდ გამოიკვეთოს ის სიმართლე, რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და იმედია, პროკურატურა დადგება მოწოდების სიმაღლეზე.

მე დიდ იმედს ვიტოვებ რომ არც მამა გიორგი მამალაძე და არც სხვა არცერთი სასულიერო პირი მსგავს ქმედებას "ხელს არ მოაწერდა" და არ ჩაიდენდა ასეთ უბედურებას. ასევე დიდი იმედი მაქვს, მამა გიორგის ეს ბრალდება მოეხსნება.

აქ საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ლიკვიდაციაზე არ არის, აქ ერისა და ეკლესიის ღალატთან გვაქვს საქმე.

ეს ყველაფერი უთანაბრდება იმას, რაც თავის დროზე მოხდა ილია ჭავჭავაძის, პატრიარქი კირიონ მეორის მკვლელობის დროს, მაგრამ მე ვერ ვიჯერებ და ვერ ვუშვებ იმას, რომ რომელიმე სასულიერო პირს ასე ხელაღებით შეეძლო პატრიარქის ღალატი.

საზოგადოება ძალიან დაძაბულია და საჭიროა გაირკვეს აბსოლუტური სიმართლე ამ ინციდენტთან დაკავშირებით. საჭიროა მსგავსი ქმედების განმახორციელებელ ადამიანს პასუხიც სათანადოდ გაეცეს.

- როგორ ფიქრობთ, პატრიარქის საქართველოში დაბრუნება თუ მაინც მოჰფენს ნათელს ამ შემთხვევას?

- ჩვენთვის მთავარია რომ პატრიარქი გადარჩა. ამას სრულიად ერი ზეიმობს. რა მოხდება შემდეგ, ჩვენთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა, მთავარია, მწყემსი კეთილი დაუბრუნდება სამშობლოს.

წყარო: ,,presa.ge''


   ნანახია:  1099



მსგავსი ამბები:


  მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.   ...
... სრულად ნახვა
  პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება. „მინდა, ვუსურვო პატრიარქს   ...
... სრულად ნახვა
  წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საპატრიარქოს განცხადება პატრიარქის მდივანმა ,   ...
... სრულად ნახვა
  წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საპატრიარქოს განცხადება პატრიარქის მდივანმა ,   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04