ავტორი: ნინო ძოწენიძე
24.01.2017, 15:17

ვინ აუნთო მწვანე შუქი ქუთაისურ მასკარადს?!


პარლამენტი ქუთაისშია, ბევრი ქუთაისელის ნანინანატრი ოცნება ახდენილია, ქალაქში კი ამდენი პრობლემა არასდროს ყოფილა.ყველა უკანონობა ურცხვად კანონდება...ანთებულია მწვანე შუქი.იმედიანი მომავლისთვის ქუთაისელებისგან კიდევ ერთხელ შანსმიცემული ხელისუფლება დუმს, არადა სულ ახლახანს პრემიერის მიერ აქცენტირებული მიმართულება ,,მხოლოდ ხალხთან ერთად და ხალხისთვის'', ქალაქში არ დავიწყებიათ.მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ხალხის ხმა ქუთაისიდან არავის ესმის.
ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე მაგდონალდსის უსახური შენობის დადგმისთვის სამუშაოები ჯიუტად გრძელდება.

ქუთაისის მერი მურღულია ჩვეულ ამპლუაშია, თითის ქნევით ტუქსავს და დარდიმანდული დიდაქტიკურობით მოძღვრავს საზოგადოებას: თურმე ინვესტორის შეურაცხყოფა არ შეიძლება, რადგან დიდი ფულია ჩადებული ამ საქმეში.

ბატონი მერისთვის ყველაფრის საზომი რომ მხოლოდ ფულია, დიდი ხანია იციან ქუთაისში.
წარსულის და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფით სვლა ქუთაისური ცივილიზაციისკენ,გარდა ერთეული მარიონეტებისა, არავის მოსწონს.

,,ვიწყებთ მშენებლობის ისეთ მასშტაბებს, როგორიც არ ახსოვს საქართველოს. სასწაული მოხდება მთელს ქვეყანაში''- ამბობს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ქუთაისში თავისებურად მოირგეს სასწაულებრივი სვლა და ,,ევროპაზე ორიენტირებული'' უჩინარისგან ზურგგამაგრებული ქუთაისელი ჩინოვნიკები ხელებს სიამოვნებით იფშვნეტენ(ფული იცის).

ქუთაისში ბევრს საუბრობენ ნებადართული ყაჩაღობის შიდა, კულუარულ სქემებზე. ხალხს რას გამოაპარებ.
მძიმე ხვედრი ერგო ქუთაისს... რა დავაშავეთ? კითხულობენ ქლაქში... და კიდევ აინტერესებთ, რატომ დუმს მთავრობა, პარლამენტი, რატომ დუმან ხალხის რჩეული დეპუტატები, რატომ არიან არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელშეუხებელი კრიმინალი ჩინოვნიკები(უპრეცედენტო პრეცედენტი).

ნინო ძოწენიძე


   ნანახია:  2448



მსგავსი ამბები:


  ქუთაისში პარლამენტის ყოფნა-არყოფნის საკითხი ლამის საჯილდაო ქვად იქცა. აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირება, ისტერიაში გადასული ვნებათაღელვა წლებია გრძელდეა, თუმცა არც უშედეგოდ.ვინ თქვა, ,,ყოველი კვერცხიდან კოლუმბი არ იჩეკებაო'', სკეპტიკოსებს ვეტყვი,   ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისმა მერების ცვლაში რეკორდი დაამყარა, მაგრამ სასჯელი-მურღულია ყველა ზღვარს სცილდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ოთხწლიანი დანაშაულებრივი საქმიანობა ისტორიულ ზონაში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების მცდელობამ დაჩრდილა. ქალაქის ცენტრში   ...
... სრულად ნახვა
  იმდენი რამაა ქალაქში საკეთებელი, ამდენი ხალხის ძალას და ენერგიას კი ვერაფერში ვიყენებთ. ვეცდებოდი, ქუთაისში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს უფრო მეტად უყვარდეს და უფრთხილდებოდეს თავის ქალაქს, ვიდრე დღეს. 3. ქუთაისის ყველაზე ოდიოზური და კარგი მერი.    ...
... სრულად ნახვა
  ქუთაისში უკუღმა დატრიალებულ ბედის ბორბალზე ბევრს საუბრობენ. -რადგან ქალაქში არასდროს ყოფილა ხალხი ასე ღირსებააყრილი და შეურაცხყოფილი. -რადგან ასე არასდროს უდევნიათ პროფესიონალები და დამსახურებულები ,,რეორგანიზაციის'', ,,კონკურსების'', ,,რეფორმების   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04