ავტორი: ნინო ძოწენიძე
20.01.2017, 11:24

ამბერკა დვალიშვილი-,,ქუთაისის მერს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს!'

ომს კი არ ვიწყებთ, ან ქუთაისის მთავრობას კი არ ვეუბნებით სახლში წადით თქო, ან ხანჯლებით კი არ გამოვდივართ ქუჩაში. რა არის აქ გაუგებარი?! ჩვენ მოვითხოვთ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და დასმულ შეკითხვას - რატომ მოხდა ქალაქ მუზეუმში, ცენტრალურ მოედანზე, ,,მაკდონალდსის’’ ასაშენებლად ადგილის გასხვისება ? სწორად გასცეს პასუხი.

ბატონი შოთას თქმით, აქციაზე მისული საზოგადოება ,,მაკდონალდსის’’ წინააღმდეგი ვართ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენ ,,მაკდონალდსის’’ აშენების წინააღმდეგი კი არ ვართ , პირიქით, აშენდეს ორი-სამი, ასეთი ინვესტიციების შემოსვლით ხალხი დასაქმდება ,მხოლოდ შესაფერის ადგილზე. ყოფილი მუზეუმის, ან რესტორან ,,თოლიას’’ ადგილზე რომ აშენებულიყო, ხმასაც არავინ ამოიღებდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, პროტესტის საგანი არის ადგილი! ადგილი, რომელიც ქალაქ მუზეუმის ტერიტორიაზეა და ეს ადგილი არ უნდა გასხვისებულიყო არანაირ ინვესტორზე. ქალაქს უნდა ჰყავდეს მთავარი არქიტექტორი და არქიტექტურის სამსახური, რომელიც იზრუნებს ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე. თუ ცენტრალურ ადგილებში არის აუთვისებელი ტერიტორია, ქალაქმა უნდა მოამზადოს ისეთი პროექტები, რომელიც ყველა არსებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამის შემდეგ შესთავაზონ ინვესტორებს. მსგავსი პრობლემებიც ნაკლები იქნება. ჩვენს სინამდვილეში კი ისე სხვისდება ქალაქის ცენტრალური ტერიტორია , რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშიც არ არის. ასე განვითარდება ქალაქი?!

ქალაქის მერი იძახის, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ და ამ დროს ქალაქის ცენტრში 214 $ ყიდის ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს (როცა რეალური ფასი 1000 $ მეტია) რა ვქნა მე, ბიზნესმენმა, რომელსაც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებით, ნიკეას ქუჩაზე ბიზნეს კვარტალისთვის (რომელსაც ჩვენს ქალაქში ანალოგი არ აქვს) გასაყიდად გამზადებული მაქვს 1 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი( 1მ/კვ მიწის ფასი დღემდე 200$ მქონდა შეფასებული), რა ფასში გავყიდო?! გუშინ ორმა ინვესტორმა ხელმოსაწერად გამზადებულ ხელშეკრულებაზე უარი განმიცხადა, ქუთაისში მიწის საბაზრო ფასი საგრძნობლად შემცირებულაო და მაგალითად სწორედ ცენტრალურ მოედანზე გასხვისებული მიწის ფასი მომიყვანა. ახლა როგორც ბიზნესმენი გეკითხებით თქვენ, ქუთაისის მერიას, ან ეკონომიკის სამინისტროს, ვინც ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგით , ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა?! აკაკი წერეთელის თქმისა არ იყოს, თქვენი საქციელი არის ,,მეც წავხდი და შენც წაგახდინე’’ ...

სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია. ქალაქის ცენტრში არის ძალიან კარგი მაღალი დონის სასტუმროები, მაგალითად სასტუმრო ,,ბაგრატი’’, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება მსოფლიოში წამყვან სასტუმროებს. ესენი კი გაიძახიან ,,ბრენდული’’ სასტუმრო უნდა შემოვიყვანოთო. ამით კონკურენტს უმატებთ არსებულს. არადა ძვირადღირებულ სასტუმროებზე ქუთაისში დიდად არ არის მოთხოვნა, რამდენი ტურისტი გეგულებათ ქუთაისში ჩამომსვლელი, სასტუმროში ერთი ღამის გათევაში 150 ევროს რომ გადაიხდის ?! თუ ინვესტიციის მოზიდვა გინდათ მრეწველობის განვითარების კუთხით მოიძიეთ, ხალხიც მეტი დასაქმდება და სოციალური დონეც აიწევს.

რაც შეეხება ,,თოლიას’’ ადგილზე ეკლესის მშენებლობას. ვინ ააშენებს ეკლესიას?!

კიდევ ერთხელ მივესალმები ქუთაისის აღმშენებლობას, მაგრამ არა ასე ილუზიების დონეზე, ასე დაუგეგმავად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე , ადგილობრივი ბიზნესის გვერდით დგომის გარეშე .

კიდევ ერთხელ გავმეორდები და მოვუწოდებ ქალაქის მერს, ყველა ამ კითხვაზე გაგვცეს სწორი პასუხი. ამას მოვითხოვ მე, ამბერკა დვალიშვილი, როგორც რიგითი ქუთაისელი, როგორც ბიზნესმენი და როგორც პარტია ,,ქართული ოცნების’’ წევრი. ოპოზიციაში არავის ვუდგევარ, მაგრამ ვერც შეცდომებზე ვერ დავხუჭავ თვალს.


   ნანახია:  2503



მსგავსი ამბები:


  მათ უკანონო არაფერი ჩაუდენიათ, კიდევ ერთი ინვესტიციის დაბანდება გადაწყვიტეს ქუთაისში და ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდეს მიწა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. შენობის პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მუშაობს და ადგილთან შესაბამისობაში იქნება   ...
... სრულად ნახვა
  ჩვენს ქალაქში რაიმე სახის ინვესტიციის განხორციელების წინააღდეგი არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ, მაგრამ როცა საქმე ეხება ქალაქის იერსახეს და ისტორიულ ადგილს, ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი. მისასალმებელია ინვესტიცია, მშენებლობა, დასაქმება,   ...
... სრულად ნახვა
  ჭყონიას რავა აწყენინებენ, რაც იყიდა იმის დავავალიანება დღემდე არ გადაუხდია. ახლა მოედანზე მომინდომა ,,მაგდონალდსის'' წამოჭიმვა. ჯერ პროექტი შეთანხმებული არ არისო, ამბობენ მერიაში . მაშინ რატომ შემოღობეს ტერიტორია და გამოფინეს ბანერი?! უბედურება ის   ...
... სრულად ნახვა
  მურღულიას გმირობა სულაც არ უნდა და კვლავ სამართლებრივი პრობლემების არქონასა და ეკონომიკურად მომგებიანობაზე საუბრობს. რაც მთავარია, შავს თეთრად აჩენს და კიდევ ერთხელ აკნინებს ქუთაისელებს როცა ამბობს, ქალაქში ,,მაკდონალდსის'' არსებობას აპროტესტებენო.   ...
... სრულად ნახვა
  ჩემს საკუთრებაში არსებული მიწა გადავეცი ქალაქს ახალი ქუჩის გასაკეთებლად, სადაც მოხდება საავტომობილო მოძრაობისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს ქუჩა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს უბნის განვითარებას. ახალი ბიზნეს უბნის განვითარება, იგივე ქალაქის   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04