ავტორი: ნინო ძოწენიძე
21.11.2016, 12:25

რუსთავი 2-ის გულშემატკივრები 2 საათზე უზენაეს სასამართლოსთან იკრიბებიან!

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას საჯარო განცხადებით მიმართა.

-„დღეს იწყება არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის და გულშემატკივრების ბედი, არამედ მათიც, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და იმ სამი მოსამართლის ბედიც, რომელიც ჩვენს საქმეზე მსჯელობს. დღეს ამ სამი ადამიანის მიერ წყდება ის გზა, თუ რას აირჩევს საქართველო. იქნება რუსული გზა, თუ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას იღებს ეს სამი მოსამართლე, რომლებიც პასუხს აგებენ ისტორიის სამსჯავროს წინაშე. მათ თავად უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამაც გაითავოსის, რომ წყდება მათი ბედიც. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას და ვიქნებით მუდმივად კრიტიკულები. მედიის საქმეა კრიტიკა და არა ტაშის დაკვრა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა აქ მდგომის რწმენით ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.

მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რა გზას დაადგეს და არ დაუშვას შეცდომა!

ჩვენ მაინც არ ვკარგავთ რწმენას, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მიუხედავად ამისა, ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა არ დავთმოთ რუსთავი 2 ნებისმიერ ვითარებაში . დავიცვათ ბოლომდე სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ევროპული გზა!

მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა-დაიცავით რუსთავი 2. თქვენს გარეშე ეს ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, რაც დაშვებულია კანონით!

გამოდით ნებისმიერ დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2. არ ვნებდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას!.

გამოდით დღეს 2 საათზე დაანონსებულ აქციაზე უზენაეს სასამართლოსთან!”


   ნანახია:  1057



მსგავსი ამბები:


  "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "დღეს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა საზღვარზე დააკავა რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით კაკულია. მას აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა ერთი წლის განმავლობაში, რითიც   ...
... სრულად ნახვა
  ჩემი აზრით, სურვილის შემთხვავეში, ამ საქმის გახსნის ( ბუნებრივია სამართლებრივ გახსნას არ ვგულისხმობ ), შესაძლებლობა პროკურატურაზე მეტად, თავად რუსთავი 2 აქვს. გააჩნია საკუთარი კარგი უსაფრთხოების სამსახური, მისი ზოგიერთი თანამშრომელი წლების   ...
... სრულად ნახვა
  „უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა რუსთავი 2-ის საეთერო ბადე. შესაბამისად, ნანუკას შოუ დღევანდელი დღის ნაცვლად გავა შემდეგ ოთხშაბათს. გიხდით ბოდიშს, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ მიზეზი იმდენად საპატიოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი   ...
... სრულად ნახვა
  ხმა მივეცი საქართველოს განვითარებს, წინსვლას და სტაბილურობას, ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება, რომ ეს არჩევნები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის, ჩატარდეს   ...
... სრულად ნახვა
  27 ივნისი განსაკუთრებული თარიღია იმიტომაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველო საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, საკუთარი მტკიცე და ურყევი ნებით უერთდება დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04