ავტორი: ნინო ძოწენიძე
26.09.2016, 13:58

ქუთაისში სპორტული კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სპორტსმენებს საფეხბურთო და რაგბის მოედნების მშენებლობის დაწყება ამცნეს.

მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამი სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. სამი სტადიონი ორ ადგილზე, ნიკეას დასახლებაში და პარლამენტის ტერიტორიაზე აშენდება.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. სპორტული კომპლექსები ქუთაისში, თბილისში და რუსთავში შენდება.


წყარო: ,,ქუთაისის მერიის პრესსამსახური''


   ნანახია:  2821



მსგავსი ამბები:


  ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი   ...
... სრულად ნახვა
  დიასპორის სააკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე , სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი , პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე ქუთაისის   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახ. გალერეაში , ,,ქარავან არტ ფორუმი 2016“- ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტთან ერთად ფესტივალი ქუთაისის მერმა   ...
... სრულად ნახვა
  დღეს ტერიტორია ოფიციალურმა პირებმა მოინახულეს   ...
... სრულად ნახვა
  მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება 2016 და 2017 წლებშიც. მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04