ავტორი: ნინო ძოწენიძე
25.08.2016, 23:30

ერთადერთი ქართველი მსაჯი რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე იმსაჯა

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები რიოში გრანდიოზული დახურვის ცერემონიით დასრულდა.
საქართველომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსგავსად 7 მედალი მოიპოვა, თუმცა ხარისხობრივად რიოში ნაჩვენები შედეგი უკეთესი აღმოჩნდა. ბრაზილიაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სახელით 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგო. რიოს ოლიმპიური თამაშები, სპორტსმენთა ასპარეზობის გარდა, გამორჩეული იყო ქართველი მსაჯების მონაწილეობითაც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯი იმ 14 ადამიანს შორის მოხვდა,რომლებმაც ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმსაჯეს.

ვლადიმერ ნუცუბიძემ, იაპონელ ოსაკო აკინობუსთან ერთად, რიოში ოთხი ფინალური ორთაბრძოლა იმსაჯა, რაც საკმაოდ დიდი შედეგია. ვლადიმერ ნუცუბიძე, ქალთა შორის, 48 და 70 კილოგრამი წონითი კატეგორიების ფინალის მთავარი მსაჯი იყო, მამაკაცთა შორის კი, 66 და 100 კილოგრამი წონითი კატეგორიების გადამწყვეტი ორთაბრძოლები იმსაჯა. რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ერთადერთი იყო ევროპიდან,რომელმაც შვიდივე წონითი კატეგორიის ფინალურ ბლოკში იმსაჯა.

წყარო:,,mysports.ge''


   ნანახია:  1706



მსგავსი ამბები:


  საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში, რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვარსკვლავის გახსნას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის   ...
... სრულად ნახვა
  პოლონელმა სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიადის პრიზიორმა პეტრ მალახოვსკიმს მოგებული ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა სიმსივნით დაავადებულ ბავშვს დახმარებოდა. იმის შესახებ, რომ მედალმა „მყიდველი იშოვა“, მალახოვსკიმ ფეისბუკზე დაწერა. სპორტსმენი   ...
... სრულად ნახვა
  10 წლის წინ, 18 აგვისტოს ,ზურაბ ზვიადაურმა ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.   ...
... სრულად ნახვა
  ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბულგარეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პეტრიაშვილმა გერმანელ, ტუნისელ, კანადელ, რუს და ირანელ სპორტსმენებთან,   ...
... სრულად ნახვა
  ხინჩეგაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი ყაზახ ნურისლამ სანაევს დაუპირისპირდა. მეტოქეს ანგარიშით 4:3 სძლია. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს ეჭიდავა და მეტოქე 4:3 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ხინჩეგაშვილი   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04