ავტორი: ნინო ძოწენიძე
24.05.2016, 10:26

ქართულად რატომ აგინა ამერიკაში მსმენელს ვლადიმერ მაიაკოვსკმა?!

ვლადიმერ მაიაკოვსკი 1928 წელს ამერიკაში მიიწვიეს, როგორც საბჭოთა პოეტი და ეპოქის მებაირახტე. მას პოეზიის საღამოები უნდა გაემართა რამდენიმე ქალაქში - პირველი ნიუ-იორკში შედგა.
დარბაზი სავსე იყო ამერიკელებით და რუსი ემგრანტებით. მაიაკოვსკი - ახოვანი(ორი მეტრი სიმაღლის იყო), ენერგიული, რევოლუციური პათოსით შეუდგა ლექსების კითხვას. საბჭოთა მთავრობის მიერ რუსეთში ამ დროს იგი უპირველეს პოეტად იყო აღიარებული, ამერიკელების რეაქცია მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - ნაწილმა მოიწყინა... მთქნარება დაიწყო, აქეთ იქით სტვენაც გაისმა...
მსმენელის მისდამი ასეთ განწყობას უჩვევმა მაიაკოვსკიმ გამოსვლა გაამძაფრა - დარბაზის უარყოფითი რეაქციაც გამძაფრდა, რუსმა ემიგრანტებმა გინება დაუწყეს...
გაბრაზდა პოეტი და ლექსების კითხვა შეწყვიტა... დედ-მამის გინება დაიწყო - მგზნებარედ, თავგამოდებით, ,,რევოლუციური პათოსით"ქართულად, იმერული კილოთი(გიმნაზიაში მიღებული ,,ცოდნა" გამოადგა) - ამით უნდოდა გული მოეოხებინა და სამაგიერო გადაეხადა დარბაზში მსხდომთათვის...
მოულოდნელად, ვიღაცამ ქანდარიდან გადმოძახა: სადაური ხარ?!... ქუთაისელი ხარ შენ - ბიჭო?!...
P.S. რეპლიკის ავტორი იყო იმჟამად ამერიკაში ემიგრაციაში მყოფი ცნობილი ქუთაისელი ფალავანი კოლია ქვარიანი.


   ნანახია:  5402



მსგავსი ამბები:


  საბჭოთა პასპორტით გავიცანი ბაღდათის ზეცის მოვალე ვლადიმერ მაიაკოვსკი და, კარგა ხანი, "რევოლუციის ტრიბუნის" პროლეტარულ შემოქმედებას ალმაცერად ვუყურებდი. არადა, კაი ოხერი ყოფილა ჩვენი ვალოდია იმერის ტემპერამენტით (გალაკტიონის შეფასება) უტევდა თურმე   ...
... სრულად ნახვა
  მესხიშვილის თეატრის სცენიდან სავსე დარბაზის წინაშე გამოსვლისას თითოეული მათგანი განსაკუთრებით ღელავს.რადგან მათი მისიაა სიმღერით მსმენელის გულიც დაიპყრონ და სტიქიის დროს დაზარალებულებსაც დაეხმარონ... კონცერტის დაწყებისას მამა ექვთიმეს ლოცვამ,   ...
... სრულად ნახვა
  ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს) 8 თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ 9 გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე. 10. 111,111,111 რომ გავამრავლოთ   ...
... სრულად ნახვა
  ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს) 8 თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ 9 გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე. 10. 111,111,111 რომ გავამრავლოთ   ...
... სრულად ნახვა
  გუშინ ბაღდათში, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დიდ საექსპოზიციო დარბაზში, მწერალ ცირა ყურაშვილის ორგანიზებით ქართულ-ებრაული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. რაიონის საზოგადოებასთან და ხელმძღვანელობასთან ერთად, მასში ქუთაისელი   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04