ავტორი: ნინო ძოწენიძე
28.04.2016, 15:13

რატომ არ აპირებს ,,აია

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ,,აიას'' პრეზიდენტი ამბერკი დვალიშვილი
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:


,,შ.პ.ს ,,აია" ,,გვირილობის" დღესასწაულში არ ჩაერთვება!
“გვირილობა” – “თეთრი გვირილის დღე” მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე.
პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…
XX საუკუნის 60-იან წლებში, ქუთაისში გვირილობის დღესასწაული ისევ აღსდგა, მაგრამ სულ სხვა შინაარსით.
დღეს, ,,გვირილობის“ დღესასწაულზე ქალაქში მაშტაბური ღონისძიებები აღინიშნება. გარდა საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიებებისა, იმართება ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა, რომელშიც რეგიონში მოღვაწე არაერთი ბიზნესმენია ჩართული.
კომპანია ,,აია“ დღიდან დაარსებისა, ,,გვირილობის“ დღესასწაულზე ყოველ წელს ერთვებოდა. ტრადიციულად, გამოფენილი იყო კომპანიის მიერ ნაწარმოები პროდუქცია, თუმცა ამას ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა-კომპანიის მფლოელები პროდუქციას არ ჰყიდნენ,საზოგადოებას შეეძლო უფასოდ დაეგემოვნებინათ ისინი.
არ მაქვს ინფორმაცია სხვა კომპანიები რა სტატუსით ერთვებოდნენ ამ ღონისძიებებში, მაგრამ კომპანია ,,აია“ დაფუძნების დღიდან იღებდა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას. ეს არც მადლობისთვის კეთდებოდა და არც კომპანიის პოპულარიზაციისთვის, რაც ისედაც არ აკლდა. მაგრამ უკუკავშირი ყოველთვის იყო საპირისპირო-საზოგადოების ნაწილმა ყოველივე ეს არასწორად გაიგო. უშუალოდ ღონისძიების დღეს, იყო უპატივცემულო დამოკიდებულება პროდუქციის მიმართ, დღესასწაულის და სტუმრების მიმართაც, რადგან გვიწევდა მათი მოგერიება, იქცეოდნენ ისე, თითქოს ,,საშოვარზე“ იყვნენ და ასწრებდნენ რაც შეიძლება მეტი წაეღოთ სახლში. ეს ულამაზოცაა და უკულტუროც და რახან ყოველივე ამან,მსგავსი სახე მიიღო, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება ამ ეტაპზე ღონისძიებაში ჩართვაზე უარი განვაცხადოთ.
ქალაქში არსებობს მრეწველთა სახლი, სად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდებოდა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა. მოწვეულნი იყვენენ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი სტუმრები,სახელმწიფო მოღვაწეები და ღონისძიებას მაშტაბური სახე ეძლეოდა. სახელწიფო მოღვაწე, რომელიც ბოლოს იყო ამ ღონისძიებაზე ვნახე პრეზიდენტი ე. შევარდნაძე იყო . მას შემდეგ ღონისძიება არ ჩატარებულა 2014 წლამდე. მაშინ გამართულ ღონისძიებაზე კი არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა არც მთავრობიდან და არც პარლამენტიდან, მიუხედავად მოწვევისა.
,,მრეწველთა სახლს“ უნდა დაუბრუნდეს თავის ფუნქცია, რადგან აქ არის საწარმოები, რომლებიც მართლა აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას და რომელთაც მხარდაწერა სჭირდებათ. მაგრამ, ქუთაისს ,,რეგიონად“ მოიხსენიებენ და დამოკიდებულებაც შესაბამისია.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქუთაისი რეგიონი არაა და ასევე,უნდა იცოდეს, რომ ე.წ. ,,რეგიონში“ ნაწარმი პროდუქცია ბევრად სჯობს დედაქალაქში ნაწარმ პროდუქციას!!!''


   ნანახია:  3846



მსგავსი ამბები:


  დღეის მდგომარეობით, ,,აიას'' მიერ წარმოებული ჩამოსასხმელი ლუდი იყიდება მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში(ქუთაისი ლომოურის #6, ნიკეას #8 და ასათიანის #96). მალე დაემატება სხვა კუთვნილი ობიექტებიც. ჩვენთვის ცნობილია იმ მწარმოებლების   ...
... სრულად ნახვა
  25 წლიანი არსებობის მანძილზე ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ,,აია'' პირველად არის პარალიზებული. მას ელექტოენერგია 27 ოქტომდრის შემდეგ არ მიეწოდება. საქმე ის გახლავთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში კომპანიას დაერიცხა ელექტროენერგიის დავალიანება   ...
... სრულად ნახვა
  როგორ შეიძლება გაუმართავ საწარმოში ჩამოსხმული უალკოჰოლო სასმელი ხარისხიანი იყოს? ან როცა ლიმონათი,თუნდაც ლუდი, მზის გულზე ყრია დღებისა და თვეების განმავლობაში და არ ფუჭდება, ის ჯანმრთელობისთვის უვნებელი იქნება? ამიტომაცაა, რომ მოიმატა ონკოლოგიურმა   ...
... სრულად ნახვა
  საქველმოქმედო კვირეული საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნება   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04