ავტორი: ნინო ძოწენიძე
12.04.2016, 14:43

დამანგრეველი სიტყვები


ადამიანების მეტ ნაწილს არ ესმის, რა ძალა აქვს სიტყვას. ყოველა ფლობს სიტყვების უნილაკურ ნაკრებს და ეს ის სიტყვებია რომელიც, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ადამიანს აპროგრამებს. მინდა შემოგთავაზოთ ჩაატაროთ „გენერალური დასუფთავება“ თქვენს ლექსიკონში. დააკვირდეთ, როგორ მეტყველებთ, რა სიტყვებს ხმარობთ, არის თუ არა მათ შორის „დამანგრეველი“ სიტყვები.

სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ზემოქმედებენ:

როგორც ლაპარაკობთ – ისე ცხოვრობთ!

სიტყვები ეს არის აზრების სამოსი!

აზრებს წარმოთქმული სიტყვებად – ფორმირდება ენერგია (შედარებით მკვრივი სტრუტურა) რომელიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე მხოლოდ აზრების ენერგია.

მოვიყვან მაგალითს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აღმოჩენად. საუბარია დავადებებისგან განკურნებაზე. ფსიქოსამატიკა.

ეს აღმოჩენა გააკეთა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ნოსსრატ პეზეშკიანმა (წარმოშობით ირანელი). მან პირველმა აღმოაჩინა (შემდეგ კი ისწავლა ამ სიტყვების განეიტრალება) სიტყვები, რომელიც აპროგრამებენ სხეულს ავადმყოფობებზე. მეცნიერი აღნიშნავდა: ასეთ სიტყვებს იპოვით ყველა ადამიანის ლექსიკონში.

არ არსებობს ერთი ადამიანიც კი რომელიც არ ხმარობდეს თავს ლექსიკონში:

სიტყვებს, რომლებიც აპროგრამებს ავადმყოფობაზე
სიტყვების მატერიალიზაციას ხდება სხეულში
სიტყვებს, რომლებიც არანაირად არ აძლევენ დავადებებს განკურნების საშუალებას.
მეცნიერმა ეს სიტყვები გააერთიანა – შემზღუდველი მეტყველების სახელით.

შეზღუდული მეტყველება ეს არის – სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ სხეულზე და ორგანოებზე. ის, ძალიან საშიში და დამანგრეველი ენერგიებია, რომელსაც შეუძლია მოარყიოს ყველაზე ჯანმრთელი ორგანიზმიც კი.

მიაქციეთ ყურადღება, რა ვირტუოზულად არიან ისინი შეფუთულნი. უცებ ვერც კი დაიჯერებთ, რომ ასეთ უწყინარ სიტყვებს ზიანის მოტანა შეუძლიათ.

აი, შეხედეთ:

ამომივიდა უკვე ყელში, თავი ვიმტვრიე ამაზე, რაღაც შიგნიდან მაწუხებს, ვერ ვისვენებ, ვერ გადამიხარშია, ლიმონივით გამოწურული ვარ, მიმიფურთხებია, გული მერევა შენზე, გული დამესერა/დამეგლიჯა,ზეწოლას ვგრძნობ მისგან, ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს, სულში მაფურთხებენ, შემჭამეს, გამი..აკა, მომბეზრდა, ვცოფდები, გამამწარა, თავში აუვარდა….

ხომ თითქოს რამე განსაკუთრებული არ არის?

ჩვენ გვგგონია ვიყენებთ გონივრულ მეტაფორებს. სინამდვილეში ორგანიზმს ვაძლევთ ისეთ ბრძანებას, რომ საცოდავი ვერ ბედავს შეეწინააღმდებას და პატიოსნად ასრულებს.

გარდა იმისა, რომ ამ დროს წარმოიშვება დამანგრეველი ძალა. მეცნიერები დაინტერესდნენ
-სიტყვები ქმნიან თუ აფრთხილებენ საშიში დავადებების თაობაზე? ასეთი სიტყვები, ადამიანის ლექსიკაში ჩნდება მას მერე, რაც ადამიანი დაავადდა თუ ქვეცნობიერი (რომელიც განაგებს ფიზიკურ პროცესებს)ამ ფორმით, მიანიშნებს უკვე არსებულ ავადმყოფობაზე?

ეს უკანასკნელი არ დამტკიცდა.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას: თავიდან ადამიანი იყენებს დამანგრეველ სიტყვებს მეტყველებაში (საფუძველს უყრის კონკრეტული ავადმყოფობის პროგრამას) და მხოლოდ ამის მერე, ჩნდება ის ავადმყოფობა, რაც იქნა შეკვეთილი. პირველად იყო სიტყვა…

უნად აღინიშნოს: იშვა რა ავადმყოფობა, დამანგრეველი სიტყვები უფრო მეტად ფესვებს იდგამს არა იმიტომ, რომ გააფრთხილოს, არამედ მასი ამოცანაა: გვერდში „დაუდგეს“ ავადმყოფობას „მორწყას“ და „გაახაროს“. ეს უკვე მისი ფსიქიკური პროგრამაა.

თუ დააკვირდებით საკუთარ მეტყველებას, მიხვდებით რატომაც გაწუხებთ ეს თუ ის ავადმყოფობა და თავისუფლად შეიძლება გაავლოთ პარალელი.

ამის გაკეთება არ არის ძნელი.

აღმოაჩინე? მაშასადამე ნახევარი საქმე გაკეთებულია. რახან შეგიძლიათ კიდეც განთავისუფლდეთ, როგორც უვარგისი ძველი სამოსისაგან.

იხევს თუ არა ავადმყოფობა თუ კი ამოვძირკვავთ ლექსიკონიდან დამანგრეველ სიტყვებს?

ეს, რომ ასეა, დაამტკიცა ექიმმა პეზენშკაინმა.

შემოგთავაზებთ მცირე (ის გაცილებით დიდია) ცხრილს:

გული მერევა შენზე, მომბეზრდი, ყელაში ამომივიდა, სული მტკივა – ნერვული გამოფიტვა (არა მარტო).

უნდა ვატარო ჩემი ტვირთი რას იზამ, პრობლემები მადევს მხრებზე – ოსტეოხონდროზი

რაღაცას განვიცდი, მაშფოთებს, მიწამლავს ცხოვრებას, ჩემ თავს არ ვეკუთვნი, მომბეზრდა ყველაფერი, აღარ მინდა არაფერი, აღარ მინდა სიცოცხლე – კიბო.

თვითგვემა, წაკბენები, „ვერ გადავხარშე“ – კუჭის წყლული.

თავი ვიმტვრიე, თავს დავდებ, თავის ტკივილი ხარ – თავი ტკივილები(სხვადასხვა)…

აქ ვერ ჩავატევ იმ შრომებს და კვლევებს, რაც არსებობს ფსიქოსამატიკასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ მოიძიოთ ლიტერეატურა… დაგუგლოთ:)

არ ააქვს მნიშვნელობა საკუთარი თავის ესაუბრებით თუ სხვის მიმარავთ. უკვე ის ფაქტი, რომ ეს სიტყვები აქტიურად არსებობს ლექსიკონში საფუძველს უყრის ავადმყოფობის პროგრამას.

გააკეთეთ შემდეგი რამ:

დააკვირდით, არა თქვენსას არამედ, ოჯახის წევრის მეტყველებას, მაგრამ იყავით „დელიკატურები“: ადამიანებს და განსაკუთრებით ახლობლებს არ მოსწონთ, როცა ჭკუას ასწავლით ან უთითებთ. უბრალოდ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია. დაე, თვითონ გამოიტანონ დასკვნა. სხვისი მეტყველება – ეს არის ის, სადაც არ შეძლება ჩარევა.

დღეს, სულ ეს იყო.

შემდეგ თემა იქნება: სიტყვები – ბორკილები, სიტყვები – ფრთები.

მე ამ თემებით მინდა გაჩვენოთ კარი, ხოლო თქვენ გახსნით ამ კარებს, შეხვალთ შიგნით თუ არა, უკვე თქვენი ნებაა.

გისურვებთ წარმატებებს და ურყევ ჯანმრთელობას!

მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ ის მეგობრებს. მადლობთ.

თამარ კვარაცხელიას ბლოგი ,,პიროვნული ზრდის სამყარო''


   ნანახია:  4386



მსგავსი ამბები:


  ასეთი გამოთქმა წინაპრებისგან შემოგვრჩა და საკმაოდ წარმატებულადაც ვსარგებლობდით რუსეთთან ურთიერთობის წლებში, მაგრამ...   ...
... სრულად ნახვა
  როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა. მაგალითად: „მე გწერთ“ 2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული.    ...
... სრულად ნახვა
  სოციალურ ქსელში გავრცელდა 3 წლის ბავშვის ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეძრა. აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია სირიაში მცხოვრები ბიჭუნა. როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები წერს, იგი ომის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და როდესაც მომაკვდავი საავადმყოფოში   ...
... სრულად ნახვა
  ყველა მშობელი ცდილობს თავის შვილს რაც შეიძლება მეტი ასწავლოს, თუმცა არის მომენტები, როდესაც ვერ ხვდები კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცე. დედა ტერეზამ თავისი მოღვაწეობის პერიოდში დააფუძნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" და 1979 წელს   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04