ავტორი: ნინო ძოწენიძე
30.03.2016, 17:40

აქცია-გავზარდოთ აუტიზმის შესახებ ცნობიერება!

,,ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ-FAD" წარმომადგენელი ხათუნა ავსაჯანიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:


,,როგორც მოგეხსენებათ, 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე!
ამ დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ მთელს მსოფლიოში. საქართველოშიც 2011 წლიდან ტრადიციად იქცა 2 აპრილის აღნიშვნა. წელსაც დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ჩართულია ბევრი სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყება. ყველა ეს ღონისძიება ემსახურება ერთ მიზანს:
გავზარდოთ აუტიზმის შესახებ ცნობიერება!

აქცია, რომელიც იგეგმება სოციალური ქსელის საშუალებით ფართომასშტაბიანია და გთხოვთ, რომ ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ. მოგიწოდებთ ყველას:
მათ, ვისი ოჯახის წევრიცაა აუტიზმის მქონე პირი;
მათ, ვისთვისაც ნაცნობია აუტიზმი;
მათ, ვინც არ შეხებიხართ ჯერ აუტიზმს;
მათ, ვისთვისაც უცხოა სიტყვაა აუტიზმი.

აქციას აქვს მარტივი წესი: ვიკეთებთ ფაზლებიან ლენტს და ვიღებთ ფოტოს. ამ ფოტოს ავტვირთავთ #გაზარდეაუტიზმისცნობადობა.
აქცია დაიწყება 2 აპრილს და გაგრძელდება მთელი თვის მანძილზე.

გთხოვთ, ჩაერთოთ აქციაში!

გადაიღეთ ფოტო ლენტით და #გაზარდეაუტიზმისცნობადობა''


   ნანახია:  4489



მსგავსი ამბები:


  ,,ვეკითხები განათლების სამინისტროს და პრემიერ მინისტრს! სკოლის დირექტორს აქვს უფლება, რომ მშობელს უყვიროს? დღეს, დათა დაგვიანებით მივიყვანე სკოლაში და სპეც. მასწავლებელმა მითხრა: "დირექტორმა მითხრა გაკვეთილზე არ შეიყვანო, თუ დააგვიანდება". იქედან   ...
... სრულად ნახვა
  ძვირფასო მეგობრებო! გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია! 16 აპრილს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე ,,სოციალური დაცვის ლიგა“ თქვენთან ერთად იწყებს ოთხდღიან აქციას ,,1 პასკა +10 კვერცხი". მოქალაქეებს ვთხოვთ გააკეთონ მადლიანი საქმე - მოიტანონ   ...
... სრულად ნახვა
  ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია, სოციალური ქსელის "ფეისბუქის"–ის მეშვეობით დაგეგმეს და მცოცავი ოკუპაცია დღეს საოკუპაციო ზოლთან გააპროტესტეს.   ...
... სრულად ნახვა
  "ნუ წაგვართმევთ პარლამენტს"-ამ ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს   ...
... სრულად ნახვა
  9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ. მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონსტრანტები სრულიად   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04