ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
,,ნაციონალების მიერ 2010 წელს უკანონოდ, ძალადობრივი გზით ჩამორთმეულ მანქანასთან დაკავშირებით ჩემი სარჩელის ორი ინსტანციის სასამართლოში მოგების შემდეგ, ჩემმა მოპასუხემ (ეკონომიკის სამინისტრომ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობა ემყარება მოქალაქეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულების პრინციპს და სწორედ აქედან გამომდინარე მიკვირს: როგორ შეუძლია კანონიერების დაცვაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს (აღმასრულებელ ხელისუფლებას), რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, რომელიც ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი სახსრებით არის დაფინანსებული, ანუ ჩვენს მიერ არის დაქირავებული საიმისოდ, რომ ჩვენი ინტერესები დაიცვას, უსინდისოდ ჩაწეროს თავის საკასაციო საჩივარში - არ არის თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა ნაციონალების მიერ ძალადობის გზით ჩამორთმეული, რადგან არსებობს ქაღალდი, სადაც წერია, რომ თამაზ ელიზბარაშვილმა საკუთარი ძვირადღირებული მანქანა ნებით აჩუქა სახელმწიფოსო. თქვენ არა ხართ, მოსვლის დღიდან იმას რომ გვამადლით, ნაციონალების ძალადობისგან გადაგარჩინეთო? თუ ძალადობა არ იყო, აბა რისგან გადაგვარჩინეთ, მაინტერესებს. აქედან გამომდინარე, დასკვნა: ეს ხელისუფლება იმისთვის მოსულა, რომ ნაციონალების დროს ჩადენილი დანაშაულებები დაფაროს და მიჩქმალოს, მაგრამ ვერ მოგართვით, ბატონებო და ქალბატონებო - მიშას და მის ,,მიშმაკებსაც,, ეგონათ, რომ შეუცვლელები იყვნენ!''