ამ ქუჩას სვანიძის 30-ში მივყავდი...
სულ ნანახია: 2706
თარიღი: 28.09.2015, 18:46


  ამ ქუჩის სახელი არც თუ ისე ბევრმა იცოდა...
დღეს კი ყველამ იცის ტრაგედიაში ჩაძირული სვანიძის ქუჩა...
რამდენჯერ ჩამივლია ეს ქუჩა ფეხით...

* * *

ის ამ ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა... მდინარე ვერეს ნაპირზე სილის სახლის შენებით გართულს ბევრჯერ მოპარვია წვიმა და მისი აშენებული სახლი ისე ჩაურეცხავს, კვალიც კი არ დაუტოვებია... ბევრი წლის შემდეგ ისევ მოვიდა წვიმა, მდინარე ვერე არც თუ ახლოს მდგარ მის სახლს მისწვდა და ყველაფერი წაართვა, რაც კი ებადა...

* * *

მზე ვეღარ აშრობს გაჟღენთილ კედლებს... ტალახიან ნივთებს შორის რაღაცას დაეძებს , მისი ცხოვრების მთავარ ნივთს... ის ერთადერთი სახსოვარია მისგან...

* * *

შვილის ტირილმა გააღვიძა, ქუჩიდან მეზობლების ყვირილის ხმა შემოესმა, გაიხედა და საშინელება დაინახა... არ ახსოვს ძილღვიძლში მყოფი შვილები როგორ წამოყარა საწოლიდან, საშინელი სიზმრიდან ახლაც უჭირს გამოსვლა...

* * *

არ ეთმობოდა სიმწრით შეძენილი ნივთები... ნახევრადსარდაფი სწრაფად აივსო წყლით, არ დატოვა თავისი ,,გემი’’... მასთან ერთად ჩაიძირა...

* * *

საკუთარი სიკვდილის შიში დაამარცხა და შვილების, პატარა ოქროსთმიანი ბიჭების, სიკვდილს ებრძოდა კერპად ქცეული დედა... სახლის სახურავის დაფარვას ცოტაღა აკლდა, თითქოს ცისა და მიწის გასაყართან შუა ზღვაში იდგა... შვილები გულში ჩაეკრა და ღმერთს ევედრებოდა შველას... ღმერთმა უცნობი კაცი გამოუგზავნა და ...


* * *

რაღაცას ეძებს, ყველა კუთხე-კუნჭულში მიმობნეულ ტალახიან ნივთებში რაღაცას ეძებს... ვიღაცამ ფულსო, სულ სხვამ ოქროსო... არადა ბავშვობის ფოტოებს ეძებს, სოხუმში ომს რომ გადაარჩინა, ბავშვობის მოგონებების გასაცოცხლებლად... როგორ დაიჯეროს, როგორ შეეგუოს, ყველაფერი წაართვა ვერემ...

* * *

სანთელი დამჩა ანთებული, უნდა შევიდე როგორმე სახლში... ამის გაფიქრებაც ვერ მოასწრო, ოთახში შევარდნილმა მეწყერმა სანთელიც ჩააქრო და ...

* * *

ძაღლები დაიბნენ, გაღებული ვოლიერებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ... დაკეტილი ვოლიერებიდან შემზარავი ხმით ითხოვდნენ დათვები შველას ... ეს ხმა ახლაც მესმის... მინდა 12 ივნისიდან 14 ივნისზე გადავფურცლო კალენდარი... 13 არ იშლება გონებაში... 13 დამღად მექცა...

* * *

რამდენჯერ ჩამივლია ეს ქუჩა ფეხით...

ამ ქუჩას სვანიძის 30-ში მივყავდი...



მსგავსი ამბები:


  ,,დედის დღეა და ასმაგად მეძალება სევდა... ბედნიერი უნდა ვიყო,რომ დედა ცოცხალი მყავს, მაგრამ 13 ივნისის სტიქიამ შეიწირა ჩემი დედიკოს ჯანმრთელობა, მეხსიერება სრულად დაკარგა... ჩემი ოჯახის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა... გივი სვანიძის ქუჩაზე 5 ნომერ   ...
... სრულად ნახვა
  იმ შემზარავ ხმებს ჩემი კივილიც ერთვის, რომელი ბინადრების სახელებიც მახსოვს ყველას ვეძახი, გაგიჟებული დედასავით ვიქცევი... ყველა სულდგმულის დედა მგონია თავი... არაადამიანური ძალა მემატება, ახლა შეუძლებელსაც შევძლებ... გამოდი ბობო თავს უშველე,   ...
... სრულად ნახვა
  –საით გაგიწევიათ დათვებო?! –,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში'', ნათესავების მოსანახულებლად... –ნათესავების?! –ხო... არ იცოდით?! იქ მურა დათვებიც ცხოვრობენ... –მე მეგონა, რომ მხოლოდ ძაღლებს იფარებდნენ... –არა... დათვებსაც...    ...
... სრულად ნახვა
  იულია შვილებთან ერთად კიდევ ერთხელ გვათვალიერებინებს სახლს, 13 ივნისის კვალი ჩანს ყველგან... განადგურებული ანტიკვარული ავეჯი, წიგნები, ნახატები... იატაკზე მიწად ქცეული ტალახი და შლამი... ბიჭები თავიანთ სათამაშოებს პოულობენ და დედას ეკითხებიან-   ...
... სრულად ნახვა
  მას, ბატონებმა წაართვა 6 შვილი–მიყვებოდა დედა ბავშვობისას... ამიტომაც, დადის ბატონების გამოსალოცად და მღერისო... ოლია ჰქვიოდა, იმ ქალს, ჭკუიდან შეშლილს ჰგავდა, ძონძები ეცვა და თავზე ექვსი შავი თავსაფარი ეხურა,ერთდროულად... ვაწვალებდით ხოლმე   ...
... სრულად ნახვა


ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04