ავტორი: ნინო ძოწენიძე
17.09.2015, 18:36

დაუშვებელია ბრალდების სისუსტე ტვირთად დააწვეს მოქალაქეს

იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლი" და მისი დამაარსებლი თამაზ ელიზბარაშვილი განცხადებას ავრცელებს საქმეზე
,,გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". ,,აიანიუსი'' უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:


2015 წლის 16 სექტემბრეს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ბატონ გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა ქართულ სამართლებრივ სივრცეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია:

მიუხედავად იმისა, თუ ვის შეიძლება ეხებოდეს პიროვნულად ესა თუ ის სამართლებრივი დავა, ადამიანის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულებაა. არ შეიძლება თუნდაც რომელიმე ბუდოვანი ნორმა სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში ამ უფლების საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. ამ კონკრეტულ საქმეში საუბარია წინასწარი პატიმრობის ცხრათვიან ვადაზე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დაუშვებელია თუნდაც ახალი ბრალდების ფარგელბში უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნა.

იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლი" და ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი სრულად ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ვთვლით, რომ თვითონ სახელმწიფოს და კერძოდ, ბრალდების მხარის პრობლემაა ის, რომ ვერ ეტევა ცხრათვიან ვადაში. კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ბრალდების სისუსტე ტვირთად დააწვეს მოქალაქეს და ყოველ ჯერზე მას თავიდან შეეფარდოს აღკვეთის სახით პატიმრობა. ამის დაშვების შემთხვევაში მივიღებდით ისეთ სიტუაციას, რომ ყოველგვარი განაჩენის გარეშე ბრალდებულები აღმოჩდებოდნენ წლობით გისოსებს მიღმა, რაც თუნდაც იგივე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის აშკარა დარღვევაა.

თუ ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, მაშინ უნდა გავითავისოთ ის მარტივი პრინციპი, რომ ეს მიიღწევა მხოლოდდამხოლოდ კანონის უზენაესობის საფუძველზე.


   ნანახია:  1350



მსგავსი ამბები:


  მე არ გავცნობივარ ამ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ეს პლენუმმა მიიღო. როდესაც სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას იღებს, იგულისხმება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოტივაციის პროცესში უფრო მეტი მოსამართლე იყო ჩართული და უფრო მეტი   ...
... სრულად ნახვა
  სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პირველი განცხადება უკვე გააკეთა პროკურატურამ. თემაზე კეთდება პირველი პოლიტიკური შეფასებებიც. პოლიტიკური სამართალი, ხელისუფლების წნეხი, დაკვეთილი განაჩენი და შურისძიება, - ეს ფრაზები ეკუთვნის   ...
... სრულად ნახვა
  საქართველოში ტრადიციად არის ქცეული, რომ შეერთებული გვარის ტარება პირს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საკუთარ გვარს მიუერთებს მეუღლის ან მშობლების გვარს. ხოლო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევდა დაბნეულობას საზოგადოებაში, რომელსაც   ...
... სრულად ნახვა
  თბილისის ყოფილ მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით   ...
... სრულად ნახვა
  თბილისის ყოფილ მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04