ავტორი: ნინო ძოწენიძე
27.08.2014, 10:09

,,ოცნების'' მიძინებული რეფორმები ქართულ ციხეებში

საზოგადოება შესძრა საქართველოს პენიტენციალური სისტემიდან გავრცელებულმა პატიმართა წამების და შეურაცხყოფის ვიდეო კადრებმა, რომელიც დაემთხვა (თუ დაამთხვიეს) საპარლამენტო არჩევნებს და რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას.

მიუხედავად დროის საკმაოდ დიდი პერიოდისა, ციხის კადრებთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისათვის.

პირველი, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა, ეს იყო „ამნისტიის შესახებ“კანონპროექტის მომზადება, რომლის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა ფართომასშტაბიან ამნისტიას. ამ პროცესებს წინ უძღოდა დაჩქარებული წესით პარლამენტში შექმნილი საზოგადოებრივი სამუშაო ჯგუფი მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, რომელიც ნოემბრის თვიდან სწავლობდა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული და გასამართლებულები პატიმრების საქმეებს, მძიმე თუ ნაკლებად მძიმე ბრალდებებით.

თუ რომელი საერთაშორისო ნორმებით ხელმძღვანელობდა ეს სამუშაო ჯგუფი, როდესაც სწავლობდა პატიმრების საქმეს ამ ეტაპზე ღიად დავტოვებ, მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგი იყო პარლამენტის 5 დეკემბრის დადგენილება, რომელიც 190 პირს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის, ხოლო 25-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსს ანიჭებდა.

„პოლიტპატიმრად“ აღიარებულთა 190-კაციან სიაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით შევდნენ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებული 47 პირი; ყინწვისში დაკავებული 24 პირი, რომლებიც შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ცნეს დამნაშავეებად; ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხის'' საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი; ჯაშუშობის ბრალდებით ე.წ. ,,ენვერის საქმეზე'' გასამართლებული 11 პატიმარი; ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2010 წლის მაისში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დაკავებული პირები; ასევე, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის დროს დაკავებულები; სხვადასხვა დროს დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტები, მათ შორის ,,კონსერვატორების'' (3 ადამიანი), „თავისუფალი დემოკრატების“ (2), ,,რესპუბლიკური პარტიის'' (2), ,,ქართული ოცნების'' (5), ,,ეროვნული ფორუმის'' (3) - ყველა ეს პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, ასევე ,,ქართული პარტიის'' (10), ,,თავისუფალი საქართველოს'' (3), ,,საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს'' (4) წევრები. სხვადასხვა მოტივებით დაკავებული ინდივიდუალური პირები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე; ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე; 2009 წლის მაისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაია.

ამ ადამიანებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება სწორედ იმ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგს წარმოადგენდა, რომელსაც ქალბატონი ბესელია ხელმძღვანელობდა და ვითომ ეფუძნება სამუშაო ჯგუფის მიერ მათი საქმის მასალებში პოლიტიკური ნიშნების შესწავლას.

ეს ჯგუფი საწყის ეტაპზევე დატოვეს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა'' (საია) და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' წარმომადგენლებმა იმ მოტივით, რომ ისინი ვერ აიღებდნენ პასუხისმგებლობას სიის იმ ნაწილზე, რომელიც მათი შესწავლის ობიექტი არ ყოფილა.

თუმცა საიამ მისცა რეკომენდაცია 54 პირის, მათ შორის 26 მაისის მოვლენების დროს დაპატიმრებულთა, პოლიტპატიმრად აღიარებაზე, ხოლო 5 საქმეზე ანალოგიური რეკომენდაციით პარლამენტს კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა. ყველა ეს პირი სიის საბოლოო ვერსიაში ფიგურირებს.

რაც შეეხება იმ 25 პირს შორის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში სამუშაო ჯგუფმა შეიყვანა, მოხვდნენ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი; ასევე სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი ; სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე.

სხვა არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი უკანონო და პოლიტიკური ნიშნით დევნილი თუ მსჯავრდებული პატიმრების საქმეები ამ სამუშაო ჯგუფს საერთოდ არ განუხილია და საზოგადოებისთვის არც მიზეზებზე უსაუბრია.

სამართლებრივი თვალსაზრსით – პარლამენტის ამ დადგენილებით შეიქმნა მავნე პრეცენდენტი ქართულ სინამდვილეში რაც არ ახსოვს მსოფლიო პრაქტიკას, როცა სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება ეჭვს ქვეშ დადგა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, პარლამენტის მიერ ინიციირებული პოლიტიკური პროცესის შედეგად.

მიუხედავად ამისა ყოველგვარი საგამოძიებო და სასამართლო პროცედურების გარეშე, მხოლოდ ზემოაღნიშნული ბესელიას სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების კერძო შეხედულებებზე დაყრდნობით, (ალბათ ყველას ახსოვს ნ. კაკაბაძის ცრემლები) შესაბამისი მტკიცებულებების გამოურკვევლად, რისი არც უფლება და არც შესაძლებლობა პარლამენტს არა ჰქონდა, ხელის ერთი აწევით, აღიარეს რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები მაგრამ ვერ გაითვალისწინეს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის დამტკიცების შემდეგ რა სახით მოხდებოდა სიაში მოხვედრილი ადამიანების რეაბილიტაცია და მათი უფლებების აღდგენა.

დღემდე ამ პროცედურებზე იმდენი იმსჯელეს, მაგრამ რაიმე პროცედურა მათ მიერ გამოტანილი განაჩენების შეცვლისა ვერც ბესელიას კომიტეტმა და ვერც იმ უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ მოიფიქრეს, რომლებიც ამ პროცესებში ღებულობდნენ მონაწილეობას.

ერთი სიტყვით 5 დეკემბერს პარლამენტმა 215 ადამიანი ,,პოლიტპატიმრად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად" ცნო, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შემდგომში ჩიხში შეიყვანა კოალიციის ლიდერების მიერ დაანონსებული მართლსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, და პოლიტპატიმრებად აღიარებული პირთათვის ბრალდების მოხსნის და რეაბილიტაციის პროცესი.

7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით 10–ის წინააღმდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი პატიმრებისთვის ამნისტიის რამდენიმე ფორმას ითვალისწინებდა დანაშაულის მთელი რიგი კატეგორიებისთვის, როგორიცაა სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, სასჯელის განახევრება ან მისი შემცირება ერთი–მესამედით ან ერთი მეოთხედით.

კანონპროექტის თანახმად, ის 190 პატიმარი, რომლებიც პარლამენტმა 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტპატიმრებად აღიარა, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან ამავე ამნისტიის აქტით.
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ ამნისტიამ შესაძლოა „რაღაც ეტაპზე“ კრიმინალის გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა დასძინა, რომ „საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“.

8 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა გაიმეორა მაშინდელი განცხადება და აღნიშნა, რომ ამნისტირებული პატიმრების „პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში იყო“.

„რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე შესაძლებელია, რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, მე არ მქონდა მხედველობაში, რომ მუდმივად და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომ გაიზრდება კრიმინოგენული სიტუაცია ქალაქში თუ საქართველოში, თუ ქვეყანაში... მოსახლეობამ გაგებით უნდა მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი არის ჰუმანური და აუცილებელია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილში აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია, რის ფონზეც დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კობა დავითაშვილი პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რომლითაც ამნისტირებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვალათ.

მართალია დავითაშვილის წინადადება პარლამენტში გაზიარებული არ იქნა, მაგრამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ძირეულად შეიცვალა, ფართომასშტაბიანი შერჩა მხოლოდ სახელწოდება და შეცვლილი სახით პარლამენტმა 21 დეკემბერს უკვე მესამე და საბოლოო მოსმენით სახეშეცვლილი სახით დაამტკიცა ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც სხვადასხვა დოზით ყველა პატიმარს უნდა შეხებოდა, რეალურად კი, ამ ამნისტიის შედეგად განთავისუფლდნენ ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებულები და მათთან ერთად ის მსჯავრდებულები, რომელთაც უკვე ეკუთვნოდათ ვადაზე ადრე განთავისუფლება, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში კანონით დადგენილი ვადაზე ადრე განთავისუფლების მექანიზმი ფაქტობრივად არ მუშაობდა.

ამნისტიის მიღმა დარჩა ყველა ის მსჯავრდებული რომლებიც წინა ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის პირობებში გასამართლებული იყვნენ მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და საზოგადოებისთვის არ წარმოადგენდნენ საფრთხეს, ამ კატეგორიის მსჯავრდებულები დღემდე რჩებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე დღემდე რჩებიან დაწესებულებებში განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების ნაწილი.

2013 წლის 13 იანვარს ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე პოლიტპატიმრების განთავისუფლების პროცესი დაიწყო. იანვრის ბოლოდან მაისის ჩათვლით სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 8 322 მსჯავრდებულმა.

ამნისტიით უკმაყოფილო მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს, საპროტესტო მუხტის შესამცირებლად სუბარის უწყებამ რაც მოიფიქრა, მსჯავრდებულთა ჩაწერის ადგილის მიხედვით ეტაპირება იყო და აპრილში ერთ ღამეში 1300-მდე მსჯავრდებული რუსთავის 16, 17 და 6 დაწესებულებებიდან გეგუთში გადაიყვანეს და ბარაკულ (კაზარმული) ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში შეასახლეს ანტისანიტარიისა და არაადამიანურ პირობებში.

700 მსჯავრდებული უკან ითხოვდა დაბრუნებას, სუბარის უწყება რაიმე ზომების მიღების სანაცვლოდ დუმდა, ასევე დუმდა სახალხო დამცველი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი (მსჯავრდებულთა გეგუთში ეტაპირების პროცესი და მიზეზები დახურული თემა იყო, რომელმაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს მჯავრდებულთა მონახულებას). დაწესებულებაში მდგომარეობის განსამუხტავად გააქტიურდა ადმინისტრაციის მიერ „დანიშნული“ ციხის ე. წ. „მაყურებლები“ რისი მეშვეობით ადმინისტრაცია ცდილობდა პროტესტის განმუხტვას, რაც სიტუაციას უფრო ძაბავდა დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს შორის, ვიდრე მის განმუხტვას.

დაწესებულების დირექციის მიერ „დანიშნული“ და გარკვეული პრივილეგიებით აღჭურვილი მაყურებლები მსჯავრდებულებს რეგიონების და რაიონების მიხედვით უნიშნავდნენ მაყურებლებს, ვინც მაყურებლების დადგენილ წესებს არ დაემორჩილებოდა, მას თამაშს უცხადებდნენ ფულზე. მაისში დაწესებულებაში მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ადმინისტრაციის მიერ წახალისებული ე.წ. „მაყურებლების“ მეშვეობით მსჯავრდებულებზე დაიწყო ფიზიკური და მორალური ზეწოლის ფაქტები, ერთერთი ასეთი დაპირისპირების დროს სასიკვდილოდ ცემეს რუსთავის 6 დაწესებულებიდან გადმოყვანილი მსჯავრდებული ლევან კორტავა.

გახშირდა მსჯავრდებულთა თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის ფაქტები (გაიხსენეთ ძველაიას საქმე), სუბარის უწყება ცდილობდა არსებული რეალობის შელამაზებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გაიხსენეთ მისი პირველი განცხადება, ლევან კორტავას გარდაცვალების მეორე დღეს, მან თავდაპირველ მიზეზად კიბეზე დაგორება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით, მაესტროს გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ ამის მიზეზად თავდაპირველი ვერსია გამორიცხა და განაცხადა, რომ პატიმრის ასე მძიმედ დაშავება, მსხვილი ქვებით მოხრეშილი ეზოს ბრალი იყო, მინისტრის განმარტებით, გეგუთის ციხე არის ღია ტიპის, სადაც პატიმარს შეუძლია მთელი დღე ეზოში ყოფნა.

მისივე თქმით წინა ხელისუფლების დროს, ეზო არის მსხვილი ქვებით მოხრეშილი, რადგან ხრეში იყო იაფი. როგორც სუბარმა განმარტა, ინციდენტი შესაძლოა მომხდარიყო წამებში, რის შემდეგაც პატიმარი დაცემისგან მძიმედ დაშავდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.

მინისტრის ამ განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ის ვერ ფლობდა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ რეალობას, რაც ნაკლებად დასაჯერებელია ან ფიქრობდა რეალური ფაქტის მიჩქმალვას.

რაც შეეხება მსხვილი ქვებით მოხრეშილ ეზოს გეგუთის დაწესებულებაში, ეს ნამდვილად შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ არავის ახსოვს დაწესებულებაში პატიმრები რომ ქვებით დასდევდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ განცხადებას სხვა მიზეზი ჰქონდა, ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს დაწესებულების მთელი ეზოს ბეტონით მოპირკეთება, რაშიც უამრავი თანხა დაიხარჯა და ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, როდესაც ასეულობით მსჯავრდებული კაზარმული ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობდა, სადაც არ იყო წყალი და კანალიზაციის სისტემა მოწესრიგებული, ანტისანიტარიისა და არაადამიანურ მოპყრობის პირობები, დაწესებულების სამედიცინო ნაწილი სავსე იყო ეტაპირებული მძიმე ავადმყოფებით და ამ დროს, მინისტრი ფიქრობდა არა პირობების გაუმჯობესებაზე, არამედ როგორ მოეპირკეთებინა დაწესებულების ეზო ბეტონით, რომ მსჯავრდებულებს ქვებით არ ჩაექოლათ ერთმანეთი.

ყველაფერი ეს პროცესები პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელთა უპირობოშეკრებითობის პრინციპებში ცვლილებების შეტანას, რომელიც 2006 წლიდან შევიდა ძალაში და რომელიც იწვევდა არაადეკვატური განაჩენების ფონზე გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას.

2013 წლის 08 მაისს გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, წინა ხელისუფლების დროს (2006 წლის 29 დეკემბერს) მიღებული, სასჯელის შეკრებითობის პრონციპი, მაგრამ კანონში არსებული გარკვეული ხარვეზების შედეგად უკანანო მსჯავრდებულ/ბრალდებულთა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მოსამართლეებს ჰქონდათ უფლებამოსილება თავიანთი შეხედულებისამებრ მოეხსნა თუ არა მსჯავრდებულისთვის შეკრებილი სასჯელი, დაწესებულებაში მსჯავრდებულთა უმრავლესობას კანონში ცვლილება.

მსჯავრდებულთა დიდმა ნაწილმა წერილობით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს თვეობით პასუხები არ ჩანდა, არც რაიმე დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებდნენ პოლიტიკოსები ,,ქართული ოცნებიდან''.

2013 წლის 26 ივნისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულმა უკანანო 54 პატიმატმა წერილობით მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს სოზარ სუბარს სადაც ვითხოვდით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანური პირობების შექმნას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ძალაში შესული უკანონო განაჩენების გაუქმებას, და ვადაზე ადრე განთავისუფლების მექანიზმების ეფექტურად ამუშავების გზების გამონახვას.

ზემოაღნიშნულ წერილზე 5 აგვისტომდე პასუხი არ მიგვიღია. 5 აგვისტოს ჩვენს განცხადებას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა წერილობით სადაც ის გვწერდა:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, შემუშავდება სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი უკანონო განაჩენების გადახედვის მექანიზმი, ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, დადებითია, რაც საშუალებას გვაძლევს, კანონპროექტი მთავრობას შევთავაზოთ დასამტკიცებლად პარლამენტში გადაგზავნის მიზნით, საქართველოს პარლამენტი სექტემბერში სესიის განახლებისთანავე შეუდგება კანონპროექტის განხილვას. განაჩენების გადახედვაზე პასუხისმგებელი ორგანო (მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია), სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ამუშავდება და არ იქნება იუსტიციის სამინისტროს ნაწილი. თუმცა, ჩვენი უწყება ხელს შეუწყობს მისი შექმნისა საქმეთა შეტანის პროცედურების ფართოდ გაშუქებას მედიის საშუალებით.“

სამწუხაროდ ეს იყო ქალბატონ მინისტრის „აუხდენელი ოცნება“, რადგან რამოდენიმე თვეში მან სულ სხვა სახის განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვა მასობრივი საპროტესტო შიმშილობები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

30 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, განმარტავს, თუ რატომ შეჩერდა დაპირებული მართლსმაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა. როგორც წულუკიანმა, გადაცემა ,,პოლიტმეტრის“ ეთერში განაცხადა, პროექტის შეჩერება ეკონომიკური კითხვების არსებობამ გამოიწვია.

,,მე არ მითქვამს რომ კომისია აღარ შეიქმნება. მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე შეჩერდა პროცესი, რომელზეც იყო მოლოდინი, რომ უფრო სწრაფად წავიდოდა. იუსტიციის სამინისტრომ მიიღო ეს დავალება, ჩვენ ვიკისრეთ ეს დავალება და დღესაც ვრჩები ამ კომისიის იდეის გულმხურვალე მხარდამჭერად. კანონპროექტი საბოლოოდ მზად არის, ყველა უწყებასთან იქნა მეტნაკლები ხარისხით გავლილი, ყველაზე მეტი დოზით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, იმ არასამთავრობოებთან, რომელებიც აპროტესტებენ მის შეჩერებას, ვენეციის კომისასთან, რომლის ყველა შენიშვნა გავითვალსიწინეთ, სასამართლოსთან, რომელიც ამას უპირისპირდებოდა, მაგრამ მათთვის უფრო მისაღები ფორმით ჩამოვაყალიბეთ.

დაისვა კითხვები, რომლებზეც მე პასუხი არ მაქვს, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ეკონომიკურმა გუნდმა. მე ვარ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ევალებოდა რეფორმის მომზადება და რეფორმა მომზადებულია, მაგრამ არსებობს ლეგიტიმური წმინდად ფინანსურ-ეკონომიკური კითხვები" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, თუ აღმოჩნდება, რომ კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა და უდანაშაულო იყო, მას შეეძლება მოთხოვოს ფულადი კომპენსაცია ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუნდაც ის წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ყოფილიყო გასამართლებული. მინისტრის თქმით, სწორედ ასეთი ტიპის საკითხებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი ეკონომიკურმა გუნდმა უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, მართლსმაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა შეჩერებულია. კანონპროექტის მიხედვით, კომისიას უნდა შეესწავლა იმ პირთა მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაასამართლეს ,,მძიმე“ და ,,განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულებისთვის; ,,ნაკლებად მძიმე" დანაშაულებისთვის გასამართლებულებს ასევე ექნებოდათ უფლება, რომ თავიანთი საქმეების გადახედვა მოეთხოვათ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კანონპროექტის თანახმად, კომისიას ასევე უნდა ჰქონოდა უფლებამოსილება 100 000 ლარზე მეტი ღირებულების დავებიდან წარმოშობილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესწავლისა.
კომისიას უნდა განეხილა საქმეები, რომლებიც საპროცესო გარიგების შედეგად მოგვარდა - შედგა თუ არა საპროცესო გარიგება კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისია დაასკვნიდა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, საქმე სასამართლოს უნდა გადასცემოდა, რათა მას საქმე ახალი გარემოებების საფუძველზე განეხილა.

ამ განცხადებას მოჰყვა მსჯავრდებულთა მასობრივი შიმშილობები, პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები და პირის ამოკერვები.როდესაც პატიმრების მხრიდან ასეთი მასიური პროტესტია და ეს პროტსეტი დაკავშირებულია, ცუდად მოპყრობასთან და ცუდ პირობებთან, აქ მხოლოდ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე არ იყო საუბარი.

მეორე მოთხოვნა რომელიც ხელისუფლებამ საინფორმაციო საშუალებებით გააჟღერა, ეხებოდა მუხლის გაუქმებას, ქურდული სამყაროსადმი კუთვნილებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რადგან ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემს თვალწინ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ციხის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული მაყურებლების მიერ ორგანიზებული სპეციალურად მოშიმშილეთა ნამდვილი მოთხოვნების გადასაფარად და მოშიმშილე პატიმართა დისკრედიტაციის მიზნით საზოგადოების თვალში. და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება იგივე საინფორმაციო საშუალებებით ცდილობდა მოშიმშილე პატიმართა ნამდვილი მოთხოვნების საზოგადოებისთვის დამალვას, არ აძლევდა მათ სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალებას და მათი მოთხოვნების გაჟღერებას
მსჯავრდებულები ითხოვდნენ და და დღესაც ითხოვენ კანონით დადგენილი უფლებებს ადამიანური პირობების შექმნას, მკურნალობას, მედიკამენტებს, უკანონო პატიმრები კი ითხოვენ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის და ვადაზე ადრე განთავისუფლების მექანიზმების შექმნას.

დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს მხოლოდ დაპირებებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კანონით დადგენილი პატიმართა უფლებების დაცვას, არც ძალაში შესული უკანანო განაჩენების გადახედვას,რაც ყოველთვის იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის მიზეზი და ვერც ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ე.წ. ,,მაყურებლების'' მეშვეობით შეძლებს საპროტესტო მუხტის განმუხტვას.

სულ ახლახან 17 აგვისტოს საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა 24 წლის პატიმარის ჯოდი ფიცხელიანის მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ფაქტი, რუსთავის #6 დაწესებულებაში რაც მიმდინარე წელს მე–11 შემთხვევაა, გასულ წელს 16 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ბოლო ორი წელია საეჭვო ვითარებაში გახშირდა პატიმართა თვითმკვლელობის შემთხვევები, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან გვესმის ერთი და იგივე ფრაზა „გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის ზედამხედველობით ან მომხდარი პირად კონტროლზე აიყვანა სასჯელაღსრულების მინისტრმა“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოველ ასეთ შემთხვევას ეხმაურება ერთიდა იგივე ფრაზით– „ვნახოთ, რამ გამოიწვია სამწუხარო შედეგი, გამოძიება დაადგენს“.

აქვე მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი მის მიერ დაცულ სისტემაში პატიმრის სიცოცხლეზე, მსგავსი განცხადებებით, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდება ფაქტია, ამიტომ პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს პატიმრები ჩააყენონ თანასწორ მდგომარეობაში და გულისყურით შეისწავლონ პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა, სანამ სამწუხარო ფაქტი მოხდება.

პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს საზოგადოების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების დასამშვიდებლად მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ ეშველება.

დღესავით ნათელია, დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაექცევა იმ ტვირთს, რაც მათ წინა „ნაციონალური“ ხელისუფლებისგან ერგოთ მემკვიდრეობით, მაგრამ ორი წლის თავზე მხოლოდ კითხვებია და არცერთი პასუხი, რაც უკვე განგაშის საფუძველია.



ჯამბულ წულაია


   ნანახია:  2329



მსგავსი ამბები:


  საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში 909 პატიმარმა შიმშილობა სხვადასხვა მოთხოვნით გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს სუბარმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გეგუთის   ...
... სრულად ნახვა
  პატიმრები 260–ე, 262–ე და 235–ე მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი აზრით, ამ მუხლებს ამნისტია არ ეხებათ.   ...
... სრულად ნახვა
  საპატიმრო დაწესებულება, მსჯავრდებულთა გამოსწორების დაწესებულებაა, შესაბამისად ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პირველი საფეხური სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა იყოს, მაგრამ წინა ,,ნაციონალური" ხელისუფლების პერიოდში სასჯელაღსრულების   ...
... სრულად ნახვა
  ფინანსური პირამიდის „ოქროს საწმისის“ დაზარალებულებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი მხარის პროკურატურის შენობისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორის, „სამართლებრივად დაუცველთა კავშირის“   ...
... სრულად ნახვა
  გეგუთის # 14 დაწესებულების ნარკონადაშაულისათვის მსჯავრებული სამასამდე პატიმარი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს. პატიმრები, რომლებსაც ამნისტია ნაწილობრივ შეეხოთ, მათი საქმეებით დაინტერესებას პარლამენტარებისაგან ითხოვენ. მათ წერილით   ...
... სრულად ნახვა
  • Arnolderure

  • 15 თებერვალი 2015 22:05
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
viagra uk sales cialis mix viagra Viagra viagra vs cialis side effects viagra ebay australia
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
finasteride half-life Propecia finasteride no prescriptioncialis 5 mg dosage Cialis purchase generic cialis onlinegeneric levitra test Buy Levitra Online buy levitra online from usacialis covered by health insurance generic cialis cialis headacheclomid best time to take Buy Clomid Online cbefm clomid
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
viagra cialis trial pack Cialis price of cialis 10mggeneric cialis pill Cialis cialis discount couponcialis peak effect Cialis cialis active ingredientviagra covered by medicare Viagra history of viagra developmentcialis 5mg reviews cialis online pharmacy mexico cialis
  • Geogzot

  • 23 აპრილი 2015 18:42
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
levitra and bph Vardenafil levitra not effectiveviagra and grapefruit juice Viagra viagra xanax drug interactionsviagra original Viagra generic viagra vs regular viagraviagra patent litigation healthy man viagra reviews viagra online is it realbuy levitra 20 mg prix du levitra en medecine levitra 40
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
cialis starting dose Buy Cialis cialis on linelow price levitra cost of levitra at cvs 360 levitra stuffy nosecialis free trial coupon canadian pharmacy express cialis canada pharmacycialis compare Tadalafil generic cialis online without prescriptioncialis and kamagra together generic kamagra buy kamagra online in uk
  • HectVom

  • 29 აპრილი 2015 23:40
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
sample packs of viagra Priligy viagra headache side effectsviagra dizziness cialis vs viagra viagra for young mencialis generic pharmacy cialis without prescription cialis online softtabsviagra medication pharmacy online cheap online order viagracialis price comparisons Buy Cialis Online purchase cialis online
  • Группа: სტუმარი
  • ICQ:
  • Регистрация: --
  • Комментариев: 0
  • Публикаций: 0
^
buy zolpidem without prescription <a href=http://www.zolpidemambienbuyonline.com/>generic zolpidem </a> - / ambien online pharmacy






Health Information Team Drugs

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04