ავტორი: ნინო ძოწენიძე
20.07.2014, 12:18

ვლადიმერ ბედუკაძე წიგნს წერს – „ამ წიგნში მე ვიტყვი იმას, რაც აქამდე არ მითქვამს“


ციხეების სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე წიგნს წერს, სადაც ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას იმ ფაქტებს ასახავს, რაც მის მეხსიერებას შემორჩა. მისი თქმით, წიგნში იმ მოვლენებს გადმოსცემს, რაც ვიდეოკამერამ ვერ დააფიქსირა. გარდა ამისა, ბედუკაძე ფილმის გადაღებას აპირებს, რომლის სცენარის ავტორი თავად იქნება, კონსულტანტებად კი ის პატიმრები ეყოლება, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ყოფილი ხელისუფლების რეჟიმი საპყობილეებში.

„დავიწყე წიგნის წერა იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით ვნახე სააკაშვილის რეჟიმის ციხეში. ამ წიგნში გაცოცხლდება ყველა ის ისტორიამ, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობია. აღვწერ ურთიერთობებს, მოვყვები ჯალათი და მოვალეობის ღირსეული შემსრულებელი თანამშრომლების შესახებ. ისეთ სცენებს გავაცოცხლებ, რომელიც ვიდეოკადრებმა ვერ შემოინახეს და არც წამებით დაზარალებული პატიმრების დაკითხვის ოქმებმა… ამ წიგნში მე ვიტყვი იმას, რაც აქამდე არ მითქვამს. ამოტივტივდება უამრავი წვრილმანი დანაშაული, რასაც რეჟიმი სჩადიოდა. ეს წიგნი შთამომავლობას შემორჩება, როგორც ეპოქის ამსახველი დოკუმენტი“, – ამის შესახებ ვლადიმენ ბედუკაძე გამოცემა „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.

მისი თქმით, იგი უახლოეს მომავალში ფილმის გადაღებასაც აპირებს, სადაც ციხის სკანდალურ დოკუმენტურ კადრებსაც გამოიყენებს.

„ჩაფიქრებული მაქვს მხატვრული ფილმის გადაღება, რომელიც დოკუმენტურ კადრებს არ დაეყრდნობა, მაგრამ დიდი სიზუსტით ასახავს, რა ხდებოდა ციხის სხვადასხვა მიყრუებულ კუნჭულში, რა გზას გადიოდა და რა პრობლემებს აწყდებოდა ჩვეულებრივი პატიმარი ციხეში მოხვედრის მომენტიდან. კონსულტანტებად კი თვითონ ის ყოფილი პატიმრები მეყოლებიან, ვინც სისატიკე თავის თავზე გამოსცადეს. ეს წიგნი და ფილმი შთამომავლობას შემორჩება, როგორც მუდმივი განგაშის სიგნალი, რათა მომავალში აღარავის გაუჩნდეს სურვილი, გაიმეოროს ის, რასაც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი სჩადიოდა“! – აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძე.



წყარო: ,,skandal.ge''


   ნანახია:  1123



მსგავსი ამბები:


  საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში 909 პატიმარმა შიმშილობა სხვადასხვა მოთხოვნით გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს სუბარმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გეგუთის   ...
... სრულად ნახვა
  ,,წიგნის" სახელწოდებაა ,,დიდი კაცი პატარა ქალაქის თავზე" თავზარი დამეცა, ეს იყო ოთარის, მისი პიროვნების, მისი ცხოვრების სტილის შეურაცხყოფა. მოვახერე ამ ახლად გამომცხვარ ,,მწერალთან" დაკავშირება და მოვთხოვე შეეწყვიტა ეს ცილისმწამებლური და   ...
... სრულად ნახვა
  პატიმრები 260–ე, 262–ე და 235–ე მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი აზრით, ამ მუხლებს ამნისტია არ ეხებათ.   ...
... სრულად ნახვა
  ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა ,,მანდარინების'' მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი.'' რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ კინოსტუდია „Allfilm-ში“ 2013 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი ,,მანდარინები''.   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04