უბედური შემთხვევა მოხდა ვაკეში. დედა-შვილი ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მეთორმეტე სართულიდან გადმოხტა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა, დედა კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ნანახია: 2430